x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სექსის უცნაურობების ისტორიული მაგალითები (ნაწილი I)

image

(ზედა სურათზე-წინადაცვეთა. ეგვიპტე)

მსოფლიო ისტორიაში უცნაური და უჩვეულო, გაუკუღმართებული სექსის მაგალითების მრავლად მოყვანა შეიძლება. მათ დიდი გზა გამოიარეს, დაწყებული რომის იმპერატორის, კალიგულას ველური ორგიებიდან და დამთავრებული თანამედროვე ფესტივალებით და კლუბებით.

10. ისტორიამდელი სექსი

სექსუალურ პრაქტიკას მდიდარი და დიდი ხნის ტრადიციები აქვს. ბევრი უძველესი ნახატია აღმოჩენილი გამოქვაბულებში, რომელზეც გამოსახულია სასქესო ორგანოები, სექსუალური აქტები ადამიანებს შორის და ცხოველებთანაც კი.

image

image

image

9. უძველესი გაროზგვა

უძველესი მხატვრები გვიყვებიან ისტორიას, რომელიც ალბათ ბევრი თანამედროვე ადამიანისთვის კარგად არის ნაცნობი თავიანთი საძინებლებიდან და სექსუალური ფანტაზიებიდან. ეს გაროზგვის ისტორიაა: სურათზე გამოსახულია ორი მამაკაცი, რომლებიც ქალს როზგავენ. ორივე მამაკაცს აწეული აქვს ხელები, ერთ-ერთს როზგი უჭირავს და მზად არის დაუშვას ქალზე, ეს კი ორივე მამაკაცს ახარებს. სურათი საკმაოდ გაცრეცილია, მაგრამ აზრი აშკარაა-გასაგებია, რომ მხატვარმა სცადა გამოესახა ერთგვარი უჩვეულო გართობა, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ათასწლეულების წინ.

ადამიანების ასეთი სექსუალური თამაშები კაცობრიობის საწყისებიდანვე არსებობდა, ძუძუმწოვრებში და პრიმატებში კი უფრო უძველესი დროიდან.


image

8. სექსი ძველ ეგვიპტეში

ძველი ეგვიპტე სექსუალური პრაქტიკის ნაირსახეობებით გამოირჩეოდა. სურათების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძველი ეგვიპტელებისთვის ჩვეული ამბავი იყო ზოოფილიით დაკავება (ზოოფილია-სექსუალური ლტოლვა ცხოველების მიმართ). მამაკაცები კავშირს ამყარებდნენ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან და სხვა დანარჩენ შინაურ ცხოველებთან. არსებობს ძველეგვიპტური იეროგლიფები, რომლებიც აღნიშნული აქტის შესახებ მოგვითხრობს, ის ძვ.წ. 3000 წელს მოხდა.

imageსამყარო მამაკაცური, და მამაკაცური და ქალური საწყისებით. ძვ.წ. მე-10 საუკუნე. ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი
imageჰომოსექსუალური წყვილი

გავიხსენოთ ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა. იგი ბერძნულ-მაკედონური წარმომავლობის იყო და ქვეყანას ძვ.წ. 51 წლიდან 30 წლამდე მართავდა. სახელი გაითქვა იულიუს ცეზარისადმი სიყვარულით. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას ძალიან უჩვეულო სექს-სათამაშო ჰქონდა: ვიბრატორი, სავსე ცოცხალი ფუტკრებით. კლეოპატრა შეშლილი იყო სექსზე, და ეს გამოიხატებოდა მის გამომგონებლობაში. იდეა უბრალო იყო: ფალოსის ფორმის ნაკეთობის შიდა სივრცეში ათავსებდნენ ცოცხალ ფუტკრებს. გაბრაზებული ფუტკრები იწყებდნენ მოძრაობას და სათამაშო ვიბრირებდა. მექანიკისა და ელექტროძრავების არარსებობას ხელი არ შეუშლია გამომგონებელი ქალისთვის თავისი სურვილების დაკმაყოფილების ახალი მეთოდი მოეფიქრებინა.

imageკლეოპატრა
image"ძველეგვიპტური ეროტიული კომიქსი".
მდიდრულად ილუსტრირებული პაპირუსი, რომელიც მოგვითხრობს ქურუმის თავგადასავალს ბორდელში (ძვ.წ. მე-12 ს.). ქ.ტურინის ძველეგვიპტური მუზეუმი

7. უძველესი ნეკროფილია

ძველ ეგვიპტელებში სიკვდილის განსაკუთრებული კულტი იყო. იქ ხშირად ჰქონდა ადგილი ნეკროფილიის (მიცვალებულთან სექსი) შემთხვევებს. ძველი ეგვიპტელები იმდენად იყვნენ გატაცებული სიკვდილზე ფიქრით, რომ ეს ყველაფერში გამოიხატებოდა, დაწყებული იმქვეყნიური ცხოვრების თაყვანისცემისა და ბალზამირების გასაოცარი წარმატებებიდან, დამთავრებული უზარმაზარი პირამიდებით. ძველი ბერძენი ავტორი, ძველეგვიპტური ბალზამირების საუკეთესო მეთოდების აღწერისას წერს: "გამოჩენილი ადამიანების ცოლებს სიკვდილის შემდეგ მაშინვე არ აძლევენ ბალზამირებისთვის. ეს ეხება ლამაზ და პატივცემულ ქალბატონებსაც. ბალზამირებისთვის ისინი სიკვდილიდან მხოლოდ 3, 4 დღის შემდეგ მიაქვთ. ეს კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს გვამის შეურაცხყოფა". სხვა სიტყვებით გვამს რამდენიმე დღე აცდიდნენ, სანამ გახრწნას დაიწყებდა. ეს იძლეოდა იმის გარანტიას, რომ ბალზამირების სპეციალისტი არ დაამყარებდა სექსუალურ კავშირს ვინმეს დასთან, ცოლთან, დედასთან და ა.შ.

image

ნეკროფილია გვხვდება ძველეგვიპტურ მითებშიც. მაგალითად: მოკლული ღმერთის, ოსირისის მეუღლემ-ისიდამ, ხანგრძლივი ძიების შემდეგ ქმრის დანაწევრებული სხეულის ყველა ნაწილი იპოვნა, სასქესო ორგანოს გარდა. ისიდამ ის თიხისგან გამოძერწა და გარდაცვლილ მეუღლეს სიცოცხლე ასოდან შთაბერა. შემდეგ კავშირი დაამყარა. არსებობს მოსაზრება, რომ ორალური სექსის კულტურა სწორად აქედან მოდის. ეს მითი ასახავს ძველი ეგვიპტის კულტურის სექსუალურ ლიბერალიზმს, სადაც ცნება უბიწოება არსად არ არის ნახსენები, საერთოდ.

imageისიდა და ოსირისი



სტატიის გაგრძელება






ნახეთ სხვა სტატიებიც:






ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image


სექსის უცნაურობების ისტორიული მაგალითები (ნაწილი II)

image


ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image


საინტერესო ფაქტები პორნოინდუსტრიის შესახებ

image


რატომ აგზავნიდა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე თავის ფავორიტებს ფრეილინების საძინებელში

image


მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ბრწყინვალედ შეასრულეს სტრიპტიზი (ვიდეო) (+18)

image


სხვადასხვა რელიგიების უცნაური ღვთაებები: საპირფარეშოების ღვთაება, ღვთაება რქებით და თხის წვერებით, მაიმუნისთავიანი ღვთაება და სხვ.

image


არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს

image


პოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+)

image


რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image


როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image








0
3289
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
3289