x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ანტარქტიდაში აღმოჩენილი გიგანტური "შესასვლელები". ხელოვნურია თუ ბუნებრივი წარმონაქმნი?
image

ერთ-ერთმა კოსმოსურმა ხელოვნურმა თანამგზავრმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ანტარქტიდის გადაღებებს აწარმოებდა, ყინულოვან კონტინენტზე უცნაური წარმონაქმნი შეამჩნია, რომელიც ფორმით გიგანტურ გამოქვაბულში ან გვირაბში შესასვლელს ჰგავდა. ამ "შესასვლელის" ზომები გასაოცარია-ის სიგანეში 90 მეტრია, სიმაღლეში კი 30. არის თუ არა ეს ობიექტი ხელოვნური, თუ ბუნებრივი წარმონაქმნია? ბევრი მკვლევარი ამაზე დღესაც კამათობს.

image

დღევანდელი ანტარქტიკა 14 მილიონი კვადრატული კილომეტრის ყინულის უდაბნოს წარმოადგენს, ძალიან მკაცრი კლიმატური პირობებით. ჰაერის ტემპერატურა ყველაზე ცივ დროს 65-დან 80 გრადუსს აღწევს ცელსიუსით, ქარის სიჩქარე კი საათში 300 კმ.-ია. ამ კონტინენტზე არ არის მუდმივი მოსახლეობა, რამდენიმე ქვეყნის სამეცნიერო სადგურების გარდა, რომელთა პერსონალიც პერიოდულად იცვლება.

მაგრამ, ასეთი ბუნებრივი პირობები იყო ყოველთვის ანტარქტიდაში? პირი რეისის რუქაზე (გეოგრაფი და რუქის სპეციალისტი, ცნობილი თურქი მეზღვაური 1465-1555წწ.) ეს კონტინენტი რუქაზე ყინულის საფარის გარეშეა მოცემული და ამასთან მისი მოხაზულობა ძალიან ზუსტია. ეს ირიბი დადასტურებაა იმისა, რომ მაშინ, როცა ეს მატერიკი ორი უზარმაზარი კუნძულისგან შესდგებოდა და არ იყო დაფარული ათასწლოვანი ყინულოვანი ჯავშნით, მასზე ადამიანები ცხოვრობდნენ და რუქების შედგენაც იცოდნენ; აქედან გამომდინარე, რადგან ისეთი ტექნოლოგიები ჰქონდათ, რომლის საშუალებითაც კონტინენტების ასეთი მაღალხარისხოვანი რუქების შედგენა შეეძლოთ, ე.ი. წარსულის ამ მაღალგანვითარებულ ცივილიზაციებს შეეძლოთ მსგავსი ხელოვნური ობიექტების შექმნაც? სავსებით. მით უმეტეს რომ, ეს "გვირაბში შესასვლელი" ერთადერთი არ არის. პირველი შესასვლელიდან რამდენიმე მილში, ქედის მეორე მხარეს, კიდევ ერთი მსგავსი სტრუქტურაა, რომლის ხელოვნურობაშიც რთულია ეჭვის შეტანა, რამდენადაც ფოტოზე კარგად ჩანს, არ მხოლოდ შესასვლელი, არამედ გიგანტური "ლუკიც" (люк). ლუკი წარმოადგენს მექანიზმს, ნაცრისფერი ლითონის გამობურცული კარის სახით, ნაპირებზე დიდი სამაგრებით, რომლის საშუალებითაც იღება და იხურება შესასვლელი.

image

image

ამ უცნაური სტრუქტურის არსებობაში ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რამდენადაც მკვლევარები (რომლებსაც აღნიშნული აღმოჩენა ეკუთვნით) კოორდინატებს აქვეყნებენ:

პირველი სტრუქტურისთვის–66 33' 11.58"S ; 99 50' 17.86"E

მეორე სტრუქტურისთვის–66 36' 12.58"S; 99 43' 12.72"E

პირველად ეს ობიექტები აღმოჩენილ იქნა დედოფალ მერის მიწაზე, ანტარქტიდის აღმოსავლეთ ნაწილში, ამერიკელი მკვლევარის, ჯოზეფ სკიპერის მიერ, რომელიც უკვე მრავალი წელია სწავლობს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა საინტერესო ადგილებს და ბუნებრივ მოვლენებს სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციების ფოტოების მიხედვით. ალბათ, სწორედ ამიტომ შეარქვეს მას "ვირტუალური არქეოლოგი". ამ ფოტომასალების შესწავლისა და დამუშავების დროს, იგი ხშირად აწყდება უამრავ უცნაურ ობიექტს, რომლისთვისაც ადრე ყურადღება არავის მიუქცევია.

ასე და ამგვარად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს სტრუქტურები საკმაოდ უძველესად და მიტოვებულად გამოიყურება, შეიძლება იმ ლოგიკური დასკვნის გამოტანა, რომ შორეულ წარსულში, ანტარქტიდის ტერიტორიაზე მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებობდა. შესაძლოა, ეს ერთგვარი მიწისქვეშა ქალაქში თუ ბაზაზე შესასვლელები, გაშიშვლდა და გამოჩნდა, კლიმატური ცვლილებებისა და ანტარქტიკის ყინულოვანი საფარის ლღობის შედეგად. თუმცა იქნებ ისიც შესაძლებელია, რომ დღესაც სარგებლობენ "ვიღაცეები" ამ მიწისქვეშა ობიექტით?







ასევე საინტერესო იქნება თქვენთვის:




იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა სამყაროში რვაფეხას მსგავსი არსებები ბინადრობდნენ

image


ვარსკვლავებიანი ცის რუქა ეგვიპტურ აკლდამაში: შეცდომა თუ საიდუმლო ცოდნა?

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს

image


ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ

image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ

image








0
725
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0