x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512106
პროფესორ თომას მერილინის მისტიკური კოლექცია, რომელიც ლონდონში, დასანგრევად გამზადებულ სახლში ინახებოდა

image

ლონდონში მითიური არსებების, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების გმირების, ფანტასტიური რომანების შიშისმომგვრელი პერსონაჟების კოლექცია ნახეს. ამ უჩვეულო კრებულის პატრონი ვინმე პროფესორი იყო, რომლის ასაკი დოკუმენტების მიხედვით 160 წელი იყო, თუმცა გამოიყურებოდა როგორც 40 წლის მამაკაცი. ისტორიის მანძილზე მრავალი უცნაური ნივთი თუ არტეფაქტი აღმოუჩენიათ, მაგრამ მთელი კოლექცია... ეს პირველი შემთხვევაა.

ასობით მტვრიანი ყუთი ინახებოდა ლონდონის ძველი სახლის დალუქულ სარდაფში. როგორც კი მუშებმა პირველი ყუთი გახსნეს, ყველა იქ მყოფი გაშეშდა. მასში სხვადასხვა ზღაპრული არსებები ინახებოდა: ელფები, ფერიები, დრაკონები და ვამპირებისა და მაქციების ნეშთებიც კი. მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც გამოიძახეს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ იდუმალი ნივთებისთვის ხელი არავის უხლია დაახლოებით მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან.

საიდან დაიწყო ყველაფერი

1960 წელს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში, მშენებლობის დასაწყებად ადგილს ასუფთავებდნენ. დასანგრევად 20 ძველი სახლი იყო გამზადებული. მუშების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მათ ერთ-ერთ სახლში, სარდაფის ორი აგურის კედლის მიღმა, დალუქული კარი აღმოაჩინეს.

image

სარდაფში ბევრი ძველი ყუთი აღმოჩნდა. კანონის შესაბამისად შედგა კომისია, რომელიც საუკეთესო სპეციალისტებისგან დაკომპლექტდა. მათ აღწერეს დაახლოებით 5 000 უნიკალური არტეფაქტი და სტატუეტი. ისინი მე-18 საუკუნით დაათარიღეს. კომისიის წინასწარ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ნიმუშები შექმნილია ტაქსიდერმისტების (ცხოველების ფიტულების სპეციალისტი) მიერ ბუნებრივი მასალებისგან! ყუთებში ინახებოდა ფერიების, გობლინების, ვამპირების, ნიმფების, მაქციების და ორი ათეული დრაკონის ჩონჩხი. ყველა ექსპონატი გადაეცა ნაკლებადცნობილ არქივარიუსს, ალექს სი ეფუს. თუმცა გამოცანად რჩება ის ფაქტი, თუ როგორ შესძლო ხელოვნებათმცოდნემ მხოლოდ თვითონ ჰქონოდა წვდომა ამ კოლექციასთან. ათი წელი მიუძღვნა მან ძველი სახლის სარდაფში არსებული ექსპონატების შესწავლას და შესაბამისი კატალოგების შედგენას.

მხოლოდ 2017 წელს გაუმხილა ალექს სი ეფუმ მსოფლიოს ის, რაც დღეს "მერილინის განძად" იწოდება. კოლექციის კურატორმა განაცხადა, რომ არცერთი ექსპონატი არ გაიყიდება, აგრეთვე შეუძლებელი იქნება ამ კოლექციის ნახვა პირადად.

ვის იკუთვნოდა კოლექცია?

საოცარი ნიმუშების შემგროვებელი მდიდარი არისტოკრატი, პროფესორი თომას თეოდორ მერილინი იყო. ლონდონის არქივების მიხედვით იგი 1782 წელს დაიბადა, ბოლოს კი მისი ფოტო დაიბეჭდა გაზეთში 1942 წელს. უცნაურია ის, რომ პროფესორს ფოტოზე დაახლოებით 40 წლის ადამიანის შეხედულება აქვს. თუ დავუშვებთ იმას, რომ ამ ფოტოზე ნამდვილად მერილინია, მაშინ იგი 160 წლის გამოდის.

ლორდ თომას თეოდორ მერილინი, გენერალ ედვარდის ერთადერთი შვილი იყო. თომასის დედა მშობიარობას გადაჰყვა, ამიტომ ბიჭის აღზრდით მამა იყო დაკავებული.

image

გადამდგარმა გენერალმა ეზოთერულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს მიუძღვნა თავი, შვილსაც მისი სიყვარული ჩაუნერგა. თავიდან მამა-შვილი ერთად მოგზაურობდა. ისინი დაინტერესებული იყვნენ ყველაზე საიდუმლოებით მოცული არტეფაქტებით და აკრძალული ცოდნით. მამის სიკვდილის შემდეგ თომასი განდეგილად ცხოვრობდა. როცა მიხვდა, რომ არ აქვს საკმარისი ცოდნა, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში მოეწყო სასწავლებლად, ოღონდ სხვა სტუდენტებისგან ოზოლირებულად. ისინი, ვინც მას იცნობდა, აღნიშნავდნენ, რომ 80 წლის ასაკშიც კი 40 წლის ახალგაზრდასავით გამოიყურებოდა. ნათესავების შეკითხვებზე, ის პასუხობდა, რომ ახალგაზრდობას ინარჩუნებდა არტეფაქტ "ალაბასტის" საშუალებით, რომელსაც გვერდიდან არ იშორებდა. ერთხელ კი მას დანანებით უთქვამს, რომ ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის ძალიან დიდ საფასურს იხდიდა.

პროფესორი არ ცდილობდა სხვებისთვის გაეზიარებინა თავისი აღმოჩენები, თუმცა ბევრი ცნობილი მეცნიერი ამისკენ მოუწოდებდა. 1899 წელს, თავისი კოლექციის გარკვეული ნაწილით ამერიკაში გაემგზავრა, მაგრამ იმ დროის კონსერვატიულმა საზოგადოებამ არ მიიღო მეცნიერი და ოკულტიზმში დაადანაშაულა, მითიური არსებების ნიმუშები კი ყალბად შერაცხა.

ყველა მკვლევარი, ვისთანაც წერილობითი ურთიერთობა ჰქონდა, მის გენიალურობას აღიარებდნენ. გასაოცარი ის იყო, რომ მერილინი მკაფიოდ აღწერდა მულტისამყაროს კანონებს, დროში მოგზაურობის ტექნიკურ ასპექტებს, აგრათვე კვანტური მექანიკის პრინციპებს. სკეპტიკოსებს ვერ გაუციათ პასუხი კითხვაზე-როგორ შესძლო მან იმ სამეცნიერო ტერმინების გაგება დიდი ხნით ადრე, სანამ მას ოფიციალურად აღმოაჩენდნენ?

მისი ცხოვრების ბოლო ცნობილი ეპიზოდი იყო თავისი სახლის გადაცემის საქველმოქმედო აქტი ტამბრიჯის თავშესაფრისთვის. მერილინი თვითონ დაუკავშირდა თავშესაფრის მმართველს და თავისი სახლის საკუთრების დოკუმენტები პირადად გადასცა, განაცხადა რა, რომ მისი სურვილია, გადასცეს საკუთრება თავშესაფარს, რათა ბავშვებს შეეძლოდ იქ ცხოვრება და სწავლა კარგ პირობებში. ერთადერთი პირობა იყო: არასოდეს გაეყიდათ სახლი და არასოდეს ეცადათ სარდაფის გაღება. ამის შემდეგ თომას თეოდორ მერილინზე არავის არაფერი სმენია. თავშესაფრის მმართველებმა შეასრულეს პირობა და სარდაფის კარი ხელშეუხებელი დატოვეს.

imageადგილობრივი გაზეტის ფოტოზე აღბეჭდილია თომას მერილინი და მისი სახლის ახალი მესაკუთრე. გამოიყურება როგორც 40 წლის, თუმცა საბუთების მიხედვიტ იგი 160 წლისაა

კოლექციის კურატორი ექსპონატებს ყალბად არ მიიჩნევს

დღეს ექსპონატების ნახვა მხოლოდ ინტერნეტით შეიძლება. რუსულმა გამოცემამ “Вести.ру” 2016 წლის 30 მაისს გამოაქვეყნა მცირე სტატია ფერიების და მაქციების ნეშტების "ინტერნეტ-მუზეუმის" გახსნის შესახებ, თუმცა კოლექციის კურატორი და მცველი, ალექს სი ეფუ, ასეთ მიდგომას ძალიან გამარტივებულს და უბრალოს უწოდებს. სინამდვილეში კოლექცია უფრო მრავალფეროვანია. ყუთებში ინახებოდა თომას თეოდორ მერილინის დღიურები, ადამიანის ნაშთები, ჩვეულებრივი ცხოველებისა და ამოუცნობი არსებების ჩონჩხები, რომელთა რეალობას არავინ და არასოდეს დაიჯერებდა. ალექსი დარწმუნებულია, რომ ნიმუშების ნაკრებმა უნდა შეცვალოს ბევრ რამეზე ტრადიციული წარმოდგენა ისეთ მეცნიერებებში, როგორიცაა ბიოლოგია, ქიმია და ფიზიკა. არქივარიუსი წარმოდგენილ მითიურ არსებებს მერილინის კრიპტიდებს (კრიპტიდები-მცენარეები ან ცხოველები, რომლის არსებობა შესაძლებელია, მაგრამ არ ცნო აკადემიურმა მეცნიერებამ) უწოდებს. თომასი არ იყო მწერალი-ფანტასტი. თავის კვლევებს იგი მეცნიერულად უდგებოდა. ეს უბრალოდ მითიური არსებების ნაშთები არ არის, ეს არის იმ დაკარგული ცივილიზაციების მნიშვნელოვანი, ძვირფასი ფრაგმენტები, რომლებიც დედამიწაზე არსებობდნენ.

image


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image




ასევე იხილეთ:



ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


ინდონეზიის მაიმუნების "ბანდები", წინასწარ განზრახული "დანაშაულებრივი სქემით" მოქმედებენ

image


უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image


სინგაპურელი მხატვრის შემზარავი ნამუშევრები, რომელიც თიხისგან ქმნის თავის შედევრებს

image







0
619
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0