სხვა გაიცანით რუსი კოსპლეიერი - Lady Melamori. 2021, 6 თებერვალი, 13:54
რუსი კოსპლეიერი - Lady Melamori Cosplay, რომელიც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორის ცნობილია მარია დავიდოვას სახელით, თავისი საქმის ნამდვილი ვირტუოზია. გოგონა თავად ქმნის კოსტიუმებს, რომლებისაც ჰოლივუდის რეკვიზიტებისა და საგარდერობო მაღაზიების ოსტატებსაც კი შეშურდებოდათ. მარიამ ასეთ სიმაღლეებს სულ რაღაც ოთხი წლის განმავლობაში მიაღწია, რადგან მისი დებიუტი კოსპლეიში შედგა 2016 წელს.
მარია «Lady Melamori» დავიდოვას ძალიან არ მოსწონს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ სიამოვნებით საუბრობს თავის როლებსა და და წარმოუდგენელ კოსტუმებზე. კოსპლეიერმა თავად გაიაზრა ფანტასტიკური კოსტიუმებისა და აქსესუარების შექმნის რთული მეცნიერება, ახლა კი რუსეთში, და შესაძლოა მსოფლიოში, მას სულ რამდენიმე კონკურენტი ჰყავს. თავდაპირველად Lady Melamori ქმნიდა კოსტიუმებს მხოლოდ თავისთვის, ახლა კი შეკვეთებსაც იღებს. მარიას მომსახურება იაფი არ არის, მაგრამ შედეგი ღირს! იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ მარია ნამდვილი პროფესიონალია, უბრალოდ უნდა ეწვიოთ მის ინსტაგრამის გვერდს, რომელსაც 365 ათასი გამომწერი ჰყავს. უნდა აღინიშნოს, რომ Lady Melamori იმდენად მიმზიდველია , რომ ზოგჯერ კოსტუმი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გოგონა საერთოდ არ მალავს თავის სექსუალობას და მისი ფოტოების უმეტესობა საკმაოდ გამომწვევია. სილამაზე, სითამამე და მომხიბვლელობა, გაზავებული ველური ფანტაზიითა და კოსტუმების უნაკლო ტექნიკური შესრულებით, უცვლელად უზრუნველყოფს მარიას წარმატება ყველა კოსპლეის ფესტივალზე. 360 5-ს მოსწონს
|