x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139083
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ისტორიული "ფოტოფაქტები" ყალბი აღმოჩნდა

image

გთავაზობთ გაეცნოთ ცნობილ, პოპულარულ "ისტორიულ" ფაქტებს, რომლებიც შემოწმების შემდეგ ჩვეულებრივი ფოტოფეიკები აღმოჩნდა.


1. დიდი სამამულო ომის ჯარისკაცი, რომელიც ჯვარს კოცნის.

image

ეს ფოტო ხშირად მოჰყავთ იმის მაგალითად, რომ "სანგარში ათეისტები არ არსებობენ". ფოტოს რეალურობაში ცოტა ვინმე თუ დაეჭვდება, მაგრამ შევხედოთ სიმართლეს თვალებში. ეს დადგმული ფოტონამუშევარია, სახელწოდებოთ "ჯარისკაცის ლოცვა", რომლის ავტორი, პროფესიონალი ფოტომხატვარი შირაქ კარაპეტიან-მილშტეინია, ხოლო წითელი არმიის მებრძოლის როლში, ქ. არმავირის თეატრის ახალგაზრდა მსახიობია. პირველად ამ სურათის შესახებ სკანდალის დროს ალაპარაკდნენ, რადგან იგი გამოიყენეს იმ პლაკატების შექმნისთვის, რომელიც ლენინგრადის ბლოკადას მიეძღვნა. ამან არაშფოთა ის ადამიანები, ვინც იცოდა აღნიშნული კადრის რეალური წარმოშობა. თვითონ ფოტოს ავტორმა, როცა თავისი ნამუშევარი დააანონსა, მიაწერა, რომ ფოტოგრაფია გაკეთებულია 2007 წელს, ქალაქ არმავირის მიმდებარედ და მოწოდებულია მხოლოდ იმისთვის, რომ დიდი სამამულო ატმოსფერო გადმოსცეს. მებრძოლის ეს პორტრეტი კარაპეტიან-მილშტეინმა კურსკში მებრძოლ ჯარისკაცებს მიუძღვნა.

2. კენედის მკვლელობა.

image

სოციალურ ქსელებში უყვართ ამ ფოტოს, როგორც ისტორიული დოკუმენტის დადება. ის გადაღებულია დალასში, აშშ პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობიდან რამდენიმე წამის შემდეგ. სინამდვილეში ეს კადრია მხატვრული ფილმიდან, რომელიც ამ მოვლენას მიეძღვნა.


3. სპარსეთის შაჰის, ნასერ ად-დინის შაჰ კაჯარის ჰარემი.

image

მრავალი წელი ინტერნეტმომხმარებლებს ახალისებს აღმოსავლური ჩაცმულობის, უცნაური, მამაკაცური შესახედაობის, ულვაშიანი, მრგვალი სახის ქალების ფოტოები. სურათების წარწერები გვარწმუნებენ, რომ მასზე სპარსეთის შაჰის ცოლებია აღბეჭდილი. ეს სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან ფოტოზე აღბეჭდილი არიან თეატრის მამაკაცი მსახიობები ქალის ჩაცმულობით. შაჰს მე-19 საუკუნის აღმოსავლეთის მმართველის კვალობაზე საკმაოდ პროგრესული შეხედულებები ჰქონდა და უყვარდა თეატრი. მაგრამ ამასთან იგი მკაცრად იცავდა ისლამის კანონებს, რომელიც კრძალავდა ქალების ნებისმიერ საზოგადოებრივ და შემოქმედებით აქტივობას. ამიტომ მის თეატრში ქალების როლებს მხოლოდ მამაკაცები ასრულებდნენ.

4. ჯონ კენედი და მერლინ მონრო.


image

ეს სურათი, ვითომ ჩუმად გადაღებული, დიდი ხანია ინტერნეტში დასეირნობს. ალბათ ნამდვილად არსებობდა ეს რომანი აშშ პრეზიდენტსა და ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს შორის, მაგრამ ფოტო ნამდვილად ყალბია. ამ დადგმაში ორეულები მონაწილეობენ, ხოლო "რეჟისორი", ფოტომხატვარი ელისონ ჯექსონია, რომელიც მსგავსი ნამუშევრებითაა ცნობილი.

5. გერმანელი ჯარისკაცის და წითელგვარდიელი გოგონას კოცნა.

image

კიდევ ერთი ფეიკი "გერმანული" სერიიდან. ფოტოზე სულაც არ არის ისტორიული კოცნა, რომელიც სიძულვილზე სიყვარულის გამარჯვების ილუსტრირებაა. ფოტო ჩვენს დროშია გადაღებული, ყირიმში და მასზე აღბეჭდილია მტრების ფორმაში გამოწყობილი მეუღლეების კოცნა.

6. მარტინ ლუთერ კინგის უხამსი ჟესტი.

image

ფოტო, რომელზეც თითქოს კორესპონდენტმა მარტინ ლუთერ კინგი გამოიჭირა უხამსი ჟესტის ჩვენების დროს, როდესღაც აქტიურად განიხილებოდა. მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, ფერადკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი სურათზე აჩვენებს ორი თითის კომბინაციას "v", რაც გამარჯვებას ნიშნავს. ორიგინალი კი კორექტირებულია.

7. ალბერტ აინშტაინი ატომური აფეთქებისგან თავს ველოსიპედით შველის.

image

ეს ფოტო, რომელიც მემი გახდა, 2011 წელს შექმნა ერთმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა, მაგრამ ზოგიერთები ვერ მიხვდნენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კოლაჟია. პრესა ერთმანეთისგან იბეჭდავდა როგორც ორიგინალს, მკითხველები კი შოკში იყვნენ. ყველა შეაშინა არა ატომურმა აფეთქებამ, არამედ ამ ფონზე განთქმული მეცნიერის შეუფერებელმა ღიმილმა. თუმცა ორ ფოტომასალას შორის განსხვავება 29 წელია.

8. ოპიუმის მწეველთა გართობა.

image

და ისევ ფოტო, რომელიც ფილმის კადრია. ამტკიცებენ, რომ სურათზე ოპიუმის მწეველები არიან აღბეჭდილი 1918 წელს. სინამდვილეში ეს კადრია, ფრანგი რეჟისორის, ჟორჟ რემონას ფილმიდან Dandy-Pacha.




გადახედეთ:



image


ის უხერხული მომენტი, როცა მამაშენი ზუსტად იმ კაბაში გამოწყობილი მოვიდა, როგორც შენ




image



სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს: უცნაურობები, რომლითაც ქალბატონები სარგებლობდნენ გასულ საუკუნეში



image



კრეატიული რეკლამები, რომლებსაც უყურადღებოდ არ დატოვებდით




image


ჩვენთვის ნაცნობი მე-20 და 21-ე საუკუნეების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შედარება




image



აქვს თუ არა დედამიწის მოსახლეობას გადარჩენის შანსი, თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან



image



ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო




image



სინგაპურელი მხატვრის შემზარავი ნამუშევრები, რომელიც თიხისგან ქმნის თავის შედევრებს



image



"კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით






0
885
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
885
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0