x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
კლეოპატრა-სტილის ხატი და მისი გარდერობი კინოში და რეალობაში
image


ფილმი "კლეოპატრა" (1963 წ.)-სკანდალური თავისი ბიუჯეტით და გადასაღებ მოედანზე კინოვარსკვლავებს შორის რომანით, გვიპყრობს არა მარტო ელიზაბეტ ტეილორის სილამაზით, არამედ მისი გარდერობითაც.

image

გულახდილად რომ ითქვას, ფილმის კოსტიუმები შორს არის იმდროინდელი (ძვ.წ. I საუკუნის) ჩაცმულობისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფილმის სახეებმა გავლენა მოახდინეს მოდაზე, ვიზაჟი "კლეოპატრა" კი საკულტო გახდა.

კლეოპატრა ძალიან ჭკვიანი მმართველი იყო: ფლობდა ექვს ენას, საუკეთესო სტრატეგი და მანიპულატორი გახლდათ. რა თქმა უნდა გარდერობსაც შესაბამისად ირჩევდა.

ეგვიპტის დედოფალი ხაზს უსვამდა ქვეყნის ერთგულებას (მიუხედავად იმისა, რომ არა ეგვიპტელი, არამედ ეთნიკური ბერძენი იყო. მისი ოჯახის წარმომავლობა მაკედონელი ბერძნებიდან და ალექსანდრე დიდის გენერალ, პტოლემეოს პირველიდან მოდის). ამიტომ იგი ტრადიციული ეგვიპტური ჩაცმულობის მიმდევარი იყო, განსაკუთრებით ცერემონიების დროს.

image1.ლიზი კლეოპატრას როლში 2.კლეოპატრას სიცოცხლისდროინდელი გამოსახულება შვილთან (ცეზარისგან)-ცეზარიონთან ერთად 3.თავსაბურავი ფილმისთვის.

მოცემულ სურათზე, ბარელიეფზე კლეოპატრა წარმოდგენილია ტრადიციული ეგვიპტური კაბით და თავსაბურავით, რომელსაც შუტი ეწოდება. სწორედ ასეთი თავსაბურავი, უფრო სწორად, ფარაონების გვირგვინი შექმნეს კინოსურათისთვის. იგი აუცილებელი ატრიბუტია ოფიციალური ცერემონიებისთვის და დღესასწაულებისთვის.

image

ორი ბუმბული და წრე-მზის სიმბოლო, რომელიც ხშირად ფრინველზე ან გველზეა გამოსახული.

image

ელიზაბეტ ტეილორის კოსტიუმი პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ კლეოპატრა ქალღმერთ ისიდას ცოცხალ განსახიერებად ითვლებოდა დედამიწაზე. და ფილმშიც ყველა ტრადიციული რიტუალური კოსტიუმი ასე თუ ისე ისიდას ჩაცმულობასთან არის მიახლოებული.

image1.ისიდას გამოსახულება 2.ტეილორის 24 კარატიანი ოქროს კეიპი(მოსასხამი), რომელსაც ფრთების ფორმა აქვს.


image

ისიდასაც სხვადასხვა თავსაბურავები აქვს, ეს შეიძლება იყოს შუტი (ფრინველით ან გველით), უბრალოდ ფრინველი და ტახტრევანიც კი.

imageისიდას გამოსახულებები

და რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ აღინიშნოს სამკაულები, რომლებიც ძალიან პოპულარული გახდა ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, კონკრეტულად გველის ფორმის ბეჭდები და სამაჯურები.

image


image1960-იანი წლების მოდური ჟურნალები
კლეოპატრა სავარაუდოდ ასეთ სამკაულებს ატარებდა.

imageგველის გამოსახულებიანი ბეჭდები და სამაჯურები, I საუკუნე, ეგვიპტე.

საინტერესო ფაქტი: გველის ფორმის სამკაულები არ იყო ეგვიპტეში პტოლემეების დინასტიამდე. ეს ცხოველების გამოსახულებიანი სამკაულები გაჩნდა აზიაში, დაახლ. ძვ. წ. მე-8 საუკუნეში.




გადახედეთ, იქნებ დაგაინტერესოთ:




1. ჩვენი წინაპრების თმის მოვლის მეთოდები(დამწვარი ვირთხის ფერფლი, კაკლის ნაჭუჭის ნახარში და ა.შ.) და ვარცხნილობები


2. როგორ იცვლებოდა მოდა ქალის მკერდზე პალეოლითიდან დღემდე


3. ერთ-ერთი აფრიკული ტომის მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟით და ვარცხნილობით მოსამართლე ქალებს თავს აწონებენ


4. რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად


5. ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს


6. რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები


7. იყო თუ არა ჟაკლინ კენედი ლამაზი ქალბატონი და რაშია მისი, როგორც "ხატის სტილის", საიდუმლო


8. რატომ ვერ იძინებდნენ ადრე ადამიანები დაწოლილები, ნორმალურ პოზაში


9. არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს


10. "კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება



0
526
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0