არავინ დავობს, რომ ნიუ-იორკი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე საინტერესო და ღირსშესანიშნავი ქალაქია, მას ხშირად მსოფლიოს დედაქალაქსაც უწოდებენ. იგი მოიცავს დაახლოებით 9 მილიონამდე მოსახლეობას, მაგრამ რთულია დაბეჯითებით დავაზუსტოთ რიცხვები რადგან ნიუ-იორკს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან დღითიდღე ახალი მაცხოვრებელი ემატება, კიდევ უამრავი ადამიანი ელოდება შეხვდეს ამ ულამაზეს და სიცოცხლით სავსე ქალაქს.
მისი თვალწამრტაცი უბნის ხედები არავის ტოვებს გულგრილს. მას უამრავი ღირსშენსანიშნაობა გააჩნია და მათი დათვალიერება მისი ფართობიდან გამომდინარე საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს.