x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
ქართული დამწერლობა: ვინ შექმნა ქართული ანბანი?
ქართული ანბანური დამწერლობის სამი გრაფიკული ნაირსახებობა არსებობს: 1. ასომთავრული ანუ მრგლოვანი, 2. ნუსხური ანუ ნუსხურ-ხუცური, 3. მხედრული.

ასომთავრული ანუ მრგლოვანი ქართული დამწერლობა უძველესია ქართულ დამწერლობათა შორის. იგია სათავე და პირველწყარო ნუსხური და მხედრული დამწერლობისა. დროთა მანძილზე, ასომთავრული დამწერლობის საფუძველზე ჯერ ნუსხური, ხოლო შემდეგ ნუსხურის საფუძველზე მხედრული დამწერლობა შეიქმნა.

imageimage

ქართული კონსონანტურ-ვოკალიზებული დამწერლობაა. მისი წარმოშობის შესახებ მრავალი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობს. ქართული ანბანის შექმნის თაობაზე ძველ წერილობით წყაროებში ორი ცნობაა დაცული. XI საუკუნის ცნობილი მოღვაწის ლეონტი მროველის მიერ დაწერილ თუ გადაწერილ "ქართლის ცხვორებაში" ნათქვამია, რომ ქართული დამწერლობა შექმნილია მეფე ფარნავაზის დროს. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით ქართული ანბანის გამოგონების დროისა და შემდგენლის პიროვნების შესახებ ქართულ საისტორიო მწერლობაში ჯერჯერობით მხოლოდ ლეონტი მროველის თხზულებაში გვხვდება ცნობა, რაც მისი აზრით გარკვეული მიზეზების გამო კარგავს ფასს. აქ მხოლოდ ის გარემოა საყურადღებო, რომ მროველის ქართული ანბანი ქრისტეს წინანდელ აღმოჩენად ჰქონდა წარმოდგენილი და სხვებივით ქრისტიანობის შენაძენად არ თვლიდა.


image

მეორე ცნობა ქართული ანბანის შექმნის შესახებ დაცულია სომხურ წყაროებში. უპირველესად უნდა დავასახელოთ კორიუნის "მაშტოცის ცხოვრება", რომლის მიხედვითაც მესროპ მაშტოცს არამარტო შეუქმნია ქართული დამწერლობა, არამედ მისი ხელმძღვანელობით დაუწყიათ ლიტერატურული საქმიანობა. კორიუნის ამ ვერსიას უყოყმანოდ იზიარებს თითქმის ყველა სომეხი სპეციალისტი, აგრეთვე მრავალი არმენოლოგი უცხოეთში.

image

ივანე ჯავახიშვილმა დამაჯერებლად აჩვენა, რომ ცნობა მესროპ მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესახებ მერმინდელი ჩანართია. მან აღნიშნა ქართული და სომხური ანბანების მოხაზულობაში არსებითი განსხვავება. მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნა სრულიად გამორიცხულია იმ მიზეზის გამოც, რომ მან არ იცოდა ქართული ენა. უკანასკნელ ხანებში გაირკვა ისიც, რომ სომხური ანბანის შემქმნელი იცნობდა და იყენებდა ქართულ ანბანს. ამგვარად, ცხადია ლეგენდა ქართული ანბანის მაშტოცის მიერ შექმნის შესახებ საბოლოოდ უნდა იქნეს უარყოფილი.

0
3898
2-ს არ მოსწონს
ავტორი:სირანუშ გასპარიანი
სირანუშ გასპარიანი
3898
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0