განათლება 1812 წლის კახეთის და 1819-1820 წწ. იმერეთის დავალებები 2020, 1 მაისი, 2:21 1811 წელი მოუსავლიანი იყო, საქართველოში მყოფ რუსულ ჯარს კი 1812 წლის იანვარში პურის ერთი თვის მარაგიც არ გააჩნდა. მოსახლეობამ უარი თქვა მთავრობისათვის პურის დაბალ ფასად მიყიდვაზე. ამის პასუხად მთავარმართებელმა პაულიჩმა მოსახლეობის დაწიოკება დაიწყო. რუსი ჯარისკაცებიოჯახებში პურს დაეძებდნენ და თუ აღმოაჩენდნენ, ძალით მიჰქონდათ.
ასეთ ვითარებაში, 1812 წლის შემოდგომის დასაწყისში, კახეთში კვლავ აჯანყებამ იფეთქა. ამჟამად მას სათავეში ირანიდან დაბრუნებული ალექსანდრე ბატონიშვილი ჩაუდგა. აჯანყდა კახეთი, ქიზიყი, ფშავ-ხევსურეთი, მღელვარება ქართლსაც მოედო. ქართველთა დასახმარებლად დაღესტნიდან 1200 ლეკი ჩამოვიდა. სპარსეთის მმართველმა აბას-მირზამ ალექსანდრე ბატონიშვილთან შესაერთებლად და რუსთა განსადევნელად თბილისზე ლაშქრობა გადაწყვიტა გალაშქრება გადაწყვიტა, მაგრამ რუსებმა დაასწრეს და მოულოდნელი იერიშით აბას-მირზას ჯარები სასტიკად დაამარცხეს. ამავე დროს რუსეთმა ნაპოლეონის წინააღმდეგ ომშიც გაიმარჯვა. ამის შემდეგ ალექსანდრე ბატონიშვილს გარედან დახმარების იმედი აღარ ჰქონდა და მისმა ბრძოლამ აზრი დაკარგა. ალექსანდრე დამარცხდა და მისი ჯარი დაიშალა. 1819-1820 წლებში იმერეთის, გურიისა და რაჭის მოსახლეობაც აჯანყდა. მათ სათავეში დასავლეთ საქართველოს თავადები და საეკლესიო მოღვაწეები ჩაუდგნენ. მათ იმერეთში მეფობის აღდგენა და ტახტზე სოლომონ I-ის შვილიშვილის, ივანე აბაშიძის აყვანა სურდათ. რუსეთის არმიამ ამ აჯანყების ჩახშობაც შეძლო. აჯანყებულთა მეთაურები: მიტროპოლიტი ექვთიმე გენათელი, სოლომონ I-ის ასული დარეჯანი (ივანე აბაშიძის დედა ) სეხნია წულუკიძე, დავით მიქელაძე და გრიგოლ დადიანი შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს. მმიტროპოლიტი დოსითეოს ქუთათელი გზაში, სურამთან რუსი ჯარისკაცებისაგან ნაცემი გარდაიცვალა. ხოლო ივანე აბაშიძე და ქაიხოსრო გურიელი ოსმალეთში გადაიხვეწნენ. (ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020) ანტიცარისტული აჯანყებები საქართველოში და 1832 წლის შეთქმულება დასავლეთ საქართველოს სამეფო- სამთავროების გაუქმება. 1. 815 შეფასება არ არის
|