განათლება წიგნი თუ კომპიუტერი ? 2020, 29 თებერვალი, 23:21 კაცობრიობის განვითარებას მოჰყვა ტექნიკური პროგრესი.ტექნიკამ მნიშვნელოვნად გააადვილა ადამიანის ცხოვრება, თუმცა, გაჩნდა პრობლემებიც.ტექნიკის არასწორი გამოყენება უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანებზე.კომპიუტერმა, რომელსაც ადამიანისთვის პრობლემები უნდა მოეგვარებინა, არცთუ იშვიათად, თვითონ უქმნის ადამიანს პრობლემებს.გაჩნდა აზრი, რომ შესაძლოა კომპიუტერმა წიგნი ჩაანაცვლოს.ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ასეც უნდა მოხდეს, ზოგი კი ამაში დამღუპველ საფრთხეს ხედავს. ის ვინც წიგნის კომპიუტერით ჩანაცვლებას ემხრობა, გამოკვეთს კომპიუტერის უპირატესობებს წიგნთან შედარებით:კომპიუტერით შეიძლება ძალიან სწრაფად მოვიძიოთ სასურველი ინფორმაცია;შეგვიძლია, უმოკლეს დროში დავუკავშირდეთ ადამიანებს, რომელთაც ჩვენთან დიდი მანძილი აშორებთ. შეგვიძლია, ვისარგებლოთ ელექტრონული ბიბლიოთეკებით, კარგია ისიც, რომ თუ ბიბლიოთეკით სარგებლობა დღის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება, ელექტრონული ბიბლიოთეკით, შეგვიძლია, ნებიმიერ დროს, თუნდაც შუაღამეს ვისარგებლოთ;ტრანსპორტირების მხრივაც, წიგნების წაღებაზე გაცილებით ადვილია კომპიუტერის წაღება. ის, ვინც წიგნით სარგებლობას ემხრობა, აღნიშნავს, რომ კომპიტერისგან განსხვავებით, წიგნში მოცემული ინფორმაცია სანდოა და სურვილის შემთხვევაში, შეიძლება მისი შემოწმება (დამოწმებული ლიტერატურის სიის დახმარებით), კომპიუტერის საიტებზე კი, უმეტესწილად, გადაუმოწმებელი და ხშირ შემთხვევაში, მცდარი ინფორმაციაა მოცემული.წიგნში მუშაობისას შეგვიძლია გავხაზოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, განმარტებები მივუწეროთ უცნობ სიტყვებს...რაც შეეხება ელექტრონულ ბიბლიოთეკას, არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ნაწარმოები არაა დასრულებული, როცა შემოკლებულია და ამის შესახებ არაა აღნიშნული, ასევე ხშირად არაა დაცული აბზაცები, ხშირია ტექსტის აკრეფისას დაშვებულია კორექტული შეცდომები.კომპიუტერის დიდხანს სარგებლობა მნიშვნელოვნად აზიანებს მხედველობას.ბიბლიოთეკები დღის იმ მონაკვეთში მუშაობენ, როცა წიგნის კითხვა შედეგიანია (როცა ადამიანი უკეთ იგებს, იაზრებს და იმახსოვრებს ინფორმაციას);კომპიუტერი გონებას ფიქრის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც ფიქრის და გაანალიზების უნარი ქვეითდება.კომპიუტერი სიმარტივეს აჩვევს ადამიანს, წიგნი კი - სირთულეს . შესაძლოა, ეს სირთულე "აშინებთ" ახალგაზრდებს და ამიტომ ირჩევენ სიმარტივეს, რომელიც ავიწროვებს მსოფლმხედველობას და წიგნიერების მაჩვენებელს დაბლა სწევს. აუცილებელი არაა არჩევანი გავაკეთოთ წიგნსა და კომპიუტერს შორის.როგორც წიგნს, ისე კომპიუტერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებაში.ძირითადი საგანმანათლებლო საშუალება უნდა იყოს წიგნი, მისი მრავალი ღირსებიდან გამომდინარე, კომპიუტერი კი უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როცა დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებთ ჩვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას.წიგნი ადამიანს აზროვნებას, ფიქრს ასწავლის, რაც განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, ამიტომ ვფიქრობს რომ მას ვერ ჩაანაცვლებს კომპიუტერი. 176 შეფასება არ არის
|