x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ვირუსები და ბაქტერიები – რა ვიცით მათ შესახებ და როგორ დავიცვათ დაავადებისგან თავი

image


შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი, მაგრამ საშიში და მზაკვარი ვირუსები და ბაქტერიები შესაძლებელია ყოვლად მოულოდნელ ადგილებში ჩაგვისაფრდნენ. როგორც ამბობენ, «ვინც გაფრთხილებულია — ის გადარჩენილიაო!» და ამიტომ, შესაძლებელია, ამ ფაქტების გაცნობის შემდეგ, სურვილი გაგიჩნდეთ და ბაქტერიოციდული ან სპირტის შემცველი სველი ხელსახოცებით თქვენი კომპიუტერის მაუსი და კლავიატურა გაწმინდოთ, თუნდაც ის, ცოტა ხნის წინ იყოს გაწმენდილი. ეს ზედმეტი ნამდვილად არ იქნება!


image


1. ბანკნოტზე მოხვედრილ გრიპის ვირუსს, მასზე ცხოვრება 17 დღე შეუძლია.

2. შესასვლელი კარის წინ დაფენილი ფეხსაწმენდის 96% ფეკალიების ბაქტერიებს შეიცავს, რომლებიც ფეხსაცმლის საშუალებით სახლში ხვდება.

3. ბაქტერიების საყვარელი ადგილია კომპიუტერის მაუსი.

4. ჩვენი კანი ყოველდღიურად მინიმუმ 10 მლნ. უჯრედს კარგავს. მათგან ზოგი იმ ნივთებზე (პულტი, ტელეფონი, კარები სახელური და ა. შ.) ხვდება, რომლებსაც ვეხებით. ასე რომ, თუ რომელიმე ნივთს შეეხებით, ხელს არ დაიბანთ და საკვებს მიირთმევთ, – თქვენს ორგანიზმში ვიღაცის მკვდარი უჯრედი მოხვდება.

5. რესტორნის მენიუ ყიველთვის თეფშის მოშორებით დაიჭირეთ: მასზე მიკრობები მინიმუმ 18 საათის მანძილზე მაინც ჩერდება. უბრალოდ დაფიქრდით, რამდენი ადამიანის ხელში ხვდება ის დღის, კვირის, თვის, თუ წლის მანძილზე?

6. საოფისე მაგიდა, საშუალოდ, 20 ათასი ბაქტერიის თავშესაფარი შეიძლება იყოს. შედარებისთვის, საპირფარეშოში, რომლის დასუფთავება და დეზინფიცირება რეგულარულად ხდება, ბევრად უფრო ნაკლები ბაქტერიაა მაგიდისხელა ფართობზე, ვიდრე სამუშაო მაგიდაზე.

7. რაც შეეხება ვირუსის გადადებას, – კოცნაც კი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ხელის ჩამორთმევა.

8. დაახლოებით, 1400 ბაქტერიას შეიცავს, მობილური ტელეფონი, ყურსასმენები და მიკროფონი.

9. ბაქტერიების კიდევ ერთი თავშეყრის ადგილი, მაცივრის კარებების რეზინები და ნაპრალები არის, რეზინებსა და კარის შიდა წედაპირს შორის.

10. ხველების ან დაცემინების დროს, ბაქტერიების გაბნევა 1 მ-ის დიამეტრზე ხდება და რომელიმე ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ, 3 დღის მანძილზეა მისი სხვა ადამიანზე გადაცემის საშიშროება.

11. ბაქტერიები — ერთუჯრედიანი ორგანიზმები არიან და ძალიან სწრაფად მრავლდებიან. მხოლოდ 10 საათია საჭირო იმისთვის, რომ 1 ბაქტერია, – 1 მლრდ-მდე გამრავლდეს! ბაქტერიებს არსებობა, ნებისმიერ ზედაპირზე და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეუძლიათ.

იმისთვის, რომ იარსებონ, ბაქტერიები საზრდოს მათ ირგვლივ არსებული გარემოდან იღებენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს გარემო ადამიანის ორგანიზმი შეიძლება იყოს. ბაქტერიებს გამრავლება შეუძლიათ როგორც ადამიანის კანზე, ისე სხეულის შიგნით. ორგანიზმში მავნე ბაქტერიების გამრავლება სხვადასხვა სახის ინფექციებს და ტკივილს იწვევს (მაგ., ყელის, ყურის, კბილის...).

12. ვირუსი, სტრუქტურულად, უფრო მარტივად არის მოწყობილი, ვიდრე ბაქტერია და როგორც წესი, მას ცოცხალ ორგანიზმადაც არ მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, ვირუსს ბაქტერიის მსგავსად, საკუთარი თავის კლონირება შეუძლია და ძალიან სწრაფი ტემპით მრავლდება. ვირუსი გამუდმებით ცოცხალი ორგანიზმის (ადამიანის ან ცხოველის) ძიებაშია, რადგან ცოცხალი უჯრედის გარეშე, დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია.

ვირუსით დაინფიცირებული უჯრედი ნორმალურად ფუნქციონირების უნარს კარგავს და იძულებული ხდება, ვირუსული ცილების სინთეზირება მოახდინოს და მისი დამაინფიცირებელი ვირუსის კლონები შექმნას. ამის შემდეგ, ვირუსი უჯრედს ვირუსული ნაწილაკების გამოთავისუფლებას აიძულებს, რაც თავის მხრივ, სხვა უჯრედების დაინფიცირებას იწვევს და ასე ვითარდება ყველასთვის ცნობილი დაავადება, სახელად – გრიპი, იგივე ვირუსული ინფექცია.


P. S. როგორც ცნობილია, სამედიცინო ნიღაბს მაშინ იკეთებენ, როდესაც მიკრობებისგან და ბაქტერიებისგან თავის დაცვა უნდათ ან იმისთვის, რომ სხვებს არ გადასდონ ვირუსი. მაგრამ, როგორც გაირკვა, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, თუ სწორედ როგორ უნდა გაიკეთოს ის. შესაძლებელია, ამ ნიღბის მოხმარება პოზიტიურად კი არა, ნეგატიურად აისახოს პირზე, რომელსაც ის უკეთია – ამტკიცებენ ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები.


image


ვისაც ეს ნიღაბი ერთხელ მაინც გამოუყენებია, უთუოდ იცის, რომ მისი შიდა მხარე თეთრია, ხოლო გარედან – ცისფერია. თითქოს ყველაფერი ცხადზე ცხადია – თეთრი ფერი შიგნით უნდა იყოს, ხოლო ცისფერი გარეთ. მაშინ შეცდომა რაში მდგომარეობს? გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage









0
1001
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1001
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0