x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
კიბოთი დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის გაორმაგდება
image

სიმსივნე მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მძიმე დაავადებაა. ამჟამად მსოფლიოში ყოველწლიურად 18 მილიონ ადამიანს უდგინდება სიმსივნის დიაგნოზი. მედიკოსების განცხადებით, დაავადება საგრძნობლად მოიმატებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, სიმსივნის შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით 2020 წლისათვის დაახლოებით ორმაგი იქნება. აღნიშნული ვარაუდი მომდინარეობს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ჩატარებული კველევების შედეგებიდან. 2018 წელს კიბოს 18, 1 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 9, 6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. კვლევების თანახმად, 2040 წელს მსოფლიოში კიბოთი დაავადების გაორმაგებული შედეგი დაფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ 20 წლის შემდეგ 29-დან 37 მილიონამდე ახალი შედეგი დაფიქსირდება.

სიმსივნით დაავადებულთა რიცხვის ზრდა გამოწვეულია მსოფლიოში მოსახლეობის მატებითა და ცხოვრების არაჯანსაღი სტილით.


მედიკოსთა განცხადებით, შესაძლებელია სიმსივნით დაავადების 40%-ის თავიდან აცილება, თუ მოსახლეობა დაიცავს შემდეგს:

1. არ მოწევენ სიგარეტს.

2. ყურადღებას მიაქცევენ ჭარბ წონას.

3. გაჰყვებიან რომელიმე სპორტის სახეობას.

4. იკვებებიან ჯანსაღი საკვებით.

5. მიიღებენ მცირე დოზით ალკოჰოლს, ან საერთოდ არა.

6. გაივლიან პერიოდულ ვაქცინაციასა და კვლევებს.

ადამიანთა უმრავლესობას გაცნობიერებული აქვს, რომ ამ მითითებების შესრულებით, ისინი გაიხანგრძლივებენ სიცოცხლეს, თუმცა მაინც არ ასრულებენ მათ.

თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ასევე საინტერესოა:

კორონავირუსი უკვე ევროპის 8 ქვეყანაშია დაფიქსირებული – რამდენად სწრაფად ვრცელდება დაავადება?!

image

ახალი მითითებები კორონავირუსთან დაკავშირებით

image

ახალი იმედები კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში

image

1
559
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
559
  
2020, 5 თებერვალი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1