x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138463
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512084
რჩევები,რომლებიც გავრცელებულ ვირუსთან ბრძოლაში დაგეხმარებათ
2019 წლის ბოლოდან დღემდე ვირუსული ინფექციით დაავადებულთა რიცხვი თანდათან მატულობს. როგორც მედიკოსები აცხადებენ, ქვეყანაში ძირითადად B ტიპის ვირუსია გავრცელებული, რომელსაც შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: ცხელება, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, პერიოდულად ცხელებისა და ციების ( კანკალის) მონაცვლეობა, გულის რევა, ხველა ( ზოგჯერ სპაზმური). აღნიშნული სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში, ვფიქრობ, სასიკეთოდ წაგადგებათ ქვემოთ მოცემული რჩევები:

image



პირველ რიგში, ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავად გაივლის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, უმჯობესია თუ სასწრაფო დახმარების გამოძახების ნაცვლად, თავად მიაკითხავთ სამედიცინო დაწესებულებას, რადგან მომრავლებული გამოძახებების გამო, შესაძლოა, საათობით მოგიწიოთ ლოდინი.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.


წლევანდელი ვირუსი ხასიათდება ერთგვარი უცნაურობით, ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება ტემპერატურის კონტროლი. პირველ დღეებში შესაძლოა თერმომეტრმა 39;39, 5; 40; 40, 5 და 41 -ც კი აჩვენოს. შემდგომში ტემპერატურა კლებულობს, თუმცა მედიკამენტები ზოგჯერ უძლურია, რომ სიცხე 37 *-ს ჩამოცდეს .

ზოგიერთ შემთხვევებში, უფრო შედეგიანი აღმოჩნდა სიცხის დამწევი მედიკამენტების მონაცვლეობა ( როგორც ჩანს, გავრცელებული ვირუსი გამორჩეულია იმ მხრივ, რომ 24-დან 48 საათამდე დროში ის ეგუება მის წინააღმდეგ ორგანიზმში მიღებულ მედიკამენტს).

სამკურნალოდ უფრო დადებით შედეგს იძლევა ბუნებრივი საშუალებები; კომპოტები, მურაბები და ა.შ.

ასევე მნიშვნელოვანია, ვირუსული ინფექციის თავიდან ასაცილებლად დაიცვათ ჰიგიენის ნორმები, იხმაროთ პირბადე და მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.


P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ!

0
132
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0