ვარსკვლავები, რომლებმაც განვითარების თავისებურებების მიუხედავად წარმატებას მაინც მიაღწიეს
ვუპი გოლდბერგს სკოლაში, მეტსახელად, მუნჯს ეძახდნენ. ხოლო, სტივენ სპილბერი, იმის გამო, რომ ორხაზიანი ტექსტის წაკითხვაც კი არ შეეძლო სწორედ, იშვიათი სიზარმაცის მქონე ბავშვად ითვლებოდა. ასეთ სირთულეებს აწყდებიან ადამიანები, რომლებსაც ბავშვობიდან დისლექსია, დისგრაფია და სხვა, მსგავსი ტიპის დაავადებები აქვთ.
თუ ადამიანს დისლექსია აწუხებს, ძალიან ნელა და ცუდად კითხულობს: უშვებს შეცდომებს, ასოებს უცვლის ადგილებს და შეიძლება გამოტოვოს ბგერა ან მარცვალი. დისგრაფია კი, ხშირ შემთხვევაში, დისლექსიის შედეგია და ის პრობლემებს წერის უნარ–ჩვევებთან დაკავშირებით ქმნის — თუ ადამიანს დისგრაფია აქვს, მას მოკლე ტექსტის დაწერაც კი არ შეუძლი, გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომების გარეშე. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელსაც დისკალკულაცია, ანუ ციფრების წერა–კითხვასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. ამ კატეგორიის დაავადებებს ეკუთვნის დისპრაქციაც, რომელიც კოორდინაციის დარღვევაში (არ შეუძლიათ წონასწორობის დაცვა) და ლექსიკაში (ძალიან სწრაფად ან პირიქით, ნელა საუბრობენ) ვლინდება.
ვარსკვლავებს, რომლებიც ამ სტატიაში არიან მოხსენიებულნი, ბავშვობაში მსგავსი დაავადებებით იტანჯებოდნე, თუმცა ამის შესახებ, არც მათ, არც მათმა მშობლებმა და პედაგოგებმა არაფერი იცოდნენ და ამის გამო, ისინი მუდმივად დამცირების და დაცინვის ობიექტები იყვნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა წინააღმდეგობა გადალახეს და წარმატებას მიაღწიეს.
შერი
მომღერალი, მსახიობი და ათობით პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, ბავშვობაში დისლექსიით იტანჯებოდა. იმ დროს მსგავსი დაავადების დიაგნოსტირება არ ხდებოდა და მომავალი ვარსკვლავისტვის სკოლაში სისრული ნამდვილ გამოცდად იქცა: ცუდად სწავლობდა და როგორც მოგვიანებით, თავად აღიარა, მათემატიკა მისთვის სანსკრიტი იყო. როდესაც უკვე პოპულარული ვარსკვლავის ვაჟის, 10 წლის ასაკში, დისლექსია დაუდგინეს, სწორედ მაშინ მიხვდა შერი, რომ მას იგივე დაავადება ჰქონდა. მან შემოწმება გაიარა და მისი ვარაუდი გამართლდა.
ვუპი გოლდბერგი
ვიდრე ვუპი თავისი დაავადების შესახებ შეიტყობდა, მასწავლებლები და თანაკლასელები ზარმაცად და უტვინოდ თვლიდნენ და «მუნჯს» ეძახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დედა არწმუნებდა, რომ დიდი მონდომების შემთხვევაში, რასაც მოისურვებდა, ყველაფერს მიაღწევდა, 14 წლის ასაკში, სკოლა მიატოვა და მშენებლობაზე, ღამის დარაჯად დაიწყო მუშაობა. შემდეგ იყო ყვავილების გამყიდველი, გრიმიორი... მორგში. თუმცა, გამუდმებით, კომიკოსის კარიერაზე ოცნებობდა. და დღეს იგი, ყველა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, რომელთა შორის არის «გრემი», «ოსკარი» და «ემი».
ჰენრი უინკლერი
რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მსახიობი, არაერთი «ოქროს გლობუსის» და «ემის» მფლობელი, ზარმაც და უნიჭო ბავშვად ითვლებოდა. მას მხარში მხოლოდ მუსიკის მასწავლებელი ედგა და მისივე რჩევით, თიატრალურ სასწავლებელში შევიდა. დღეს, წარსულში, დისლექსიის «მსხვერპლი», ბევრს კითხულობს და წიგნებსაც კი წერს.
დენიელ რედკლიფი
«ჰარი პოტერში», მსახიობის გმირი ყველა მოქმედებას მარტივად ასრულებს. რეალურ ცხოვრებაში კი, მას დისპრაქსია აქვს. დენიელს ამ დაავადების მსუბუბუქი ფორმა აღენიშნება. თუმცა, ამის მიუხედავად, სკოლაში სწავლის დროს, დაავადება მას ძალიან უშლიდა: დავალების მომზადებას დიდ დროს ანდომებდა, მასალას ვერ იმახსოვრებდა და ლექსიკის პრობლემაც ჰქონდა.
სტივენ სპილბერგი
სკოლის მასწავლებლებს, მომავალში, ლეგენდარული რეჟისორისგან, სწორედ წაკითხული წინადადება არ მოუსმენიათ. ხოლო, თანაკლასელები მას დასცინოდნენ და «ზარმაც სტივენს» ეძახდნენ. დიდლექსია და დისპრაკსია ცნობილ რეჟისორს მხოლოდ 2007 დაუდგინეს. «ეს ჩემთვის, თავსატეხში, უკანასკნელი პაზლი იყო, რომლის ამოხსნასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვცდილობდი», — განაცხადა საკუთარი დიაგნოზის გაგების შემდეგ სპილბერგმა. ამასთან, აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის პრობლემის მიუხედავად, ის ძალიან ბევრს კითხულობს და საკითხავ მასალაზე (მაგ. სცენარზე), თუ ჩვეულებრივი ადამიანი 1 საათს ხარჯავს, მას 3 საათი ესაჭიროება.
ენტონი ჰოპკინზი
კინოსა და თეატრის მსახიობი, კომპოზიტორი და რეჟისორი, ბავშვობაში უმარტივეს ამოცანებს ვერ ხსნიდა და ამის გამო, გულჩათხრობილი და ნაკლებად კონტაქტური იყო. მან ამის გამო, ჯერ რამდენიმე სკოლა გამოიცვალა, ხოლო შემდეგ, სწავლა საერთოდ მიატოვა და გამოაცხადა, რომ მას მხოლოდ ხელოვნება აინტერესებდა. მომავალმა მსახიობმა ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა და ხატვა დაიწყო. ის მცხობელების ოჯახში დაიბადა და მამას არ მოსწონდა შვილის ამგვარი გატაცებები. თუმცა, საბედნიეროდ, 15 წლის ასაკში, ენტონმა რიჩარ ბარტონი გაიცნო, რომელმაც ურჩია, მსახიობი გამხდარიყო. მომავალმა ვარკვლავმა მუსიკის და დრამის კოლეჯში ჩააბარა და 28 წლის ჰოპკინზი უკვე სამეფო ეროვნული თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობდა. ამჟამად, მის ანგარიშზე BAFTA-ს 4 პრემია, «ოსკარი», «ოქროს გლობუსი» და «ემის» 2 ჯილდო არის.
კირა ნაიტლი
«კარიბის ზღვის მეკობრეების» და «სიამაყე და ცრურწმენის» ვარსკვლავმა, იმის შესახებ, რომ დისლექსია ჰქონდა, 6 წლის ასაკში შეიტყო. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, მსახიობს ძალიან გაუმართლა, რომ მისი პრობლემის შესახებ, მშობლებმა ადრეულ სტადიაზე გაიგეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შვილისთვის შესაფერისი განათლება მიეცათ. დღეს ნაიტლი — ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია ჰოლივუდში.
შერონ სტოუნი
სტოუნის შემთხვევაში, დისლექსია თანდაყოლილი არ ყოფილა. ეს დაავადება მას 2001 წელს ინსულტის შემდეგ დაემართა. გამოჯანმრთელების პროცესში, ვარსკვლავმა აღმოაჩინა, რომ არ შეეძლო კითხვა, წერა და ნორმალურად საუბარი. «მე, უბრალოდ, ახლიდან ვისწავლე წერა–კითხვა და ლაპარაკი», — აღნიშნა მსახიობმა, მას შემდეგ, რაც კინოკარიერას დაუბრუნდა.