![რიგი ევერესტზე – ერთი ფოტოს ისტორია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201912/2019123000020173439.png)
კადრი, შესაძლებელია, ადამიანს თავშესაქცევად მოგეჩვენოს, თუ არ იცი, რომ ეს რიგი სიკვდილზე დგას. გასული წლის მაისში, მხოლოდ 1 კვირაში, ევერესტზე ასვლისას, 11 ადამიანი დაიღუპა. ძველ დროში კი, ე. ი. იმ დროს, როდესაც ინტერნეტი არ არსებობდა, წელიწადში მხოლოს 5–6 ალპინისტი იღუპებოდა!
და უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალთან გახშირებული უბედური შემთხვევის მიზეზი, ბუნება კი არა, — ადამიანია. დრომ მოიტანა და მწვერვალების დაპყრობა მოდურ ექსტრიმად იქცა. ხოლო, მწვერვალის ფონზე, სურათების გადაღების მსურველი Instagram-ელების რიცხვი, ყოველწლიურად, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ისევ, როგორც იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ამაზე საკუთარი ბიზნესის აწყობა უნდა (ნეპალში არსებობს კომპანიები, რომლებიც მწვერვალზე ასვლის მსურველებს, შესაბამისი უფლების მიღებს შემდეგ, ატრენინგებენ და ყველა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფენ).
ამასთან, ახლადგამომცხვარ ალპინისტებს, აუცილებლად მსოფლიოს უმაღლესი* მწვერვალის – ევერესტის ფონი უნდათ, ნაკლებზე არ თანხმდებიან... სხვა მთები, მათ ღირსებასთან შედარებით, ეტყობა, რომ დაბალია...
*შენიშვნა – (სინამდვილეში, ყველაზერ მაღალი მთა — მანუა-კეაა (ჰავაურად, თეთრი მთა), რომელიც ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს. მისი სიმაღლე — 10203 მ –ია, მაგრამ მთის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული).
![რიგი ევერესტზე – ერთი ფოტოს ისტორია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202001/2020010220385373439.jpg)
საერთოდ, ყველაზე რთულად დასაპყრობ მწვერვალებად, ყოველთვის ანაპურნა, K2 და ნანგა-პარბატი ითვლებოდა და ყველა მათგანი ჰიმალაის მთათა სისტემაშია. რაც შეეხება ევერესტს, ის სახიფათო მწვერვალების ათეულშიც კი არ შედის. შეიძლება, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ხალხი მოდუნდა და მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დასაპყრობად რიგი დადგა. მთას, ეტყობა, «ეწყინა» მისდამი ასეთი დამოკიდებუება... და შედეგიც სახეზეა.
ხოლო, იმის ნაცვლად, რომ ნეპალის ხელისუფლებამ მწვერვალზე წვდომა შეზღუდოს, საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო — უკვე არსებობს პროექტი, ყველაზე ვიწრო ადგილზე კიბეების გასაკეთებლად და მწვერვალზე ასასვლელი ბილიკის გამტარიანობის გასაზრდელად და გასამარტივებლად.
P. S. მწვერვალზე ასვლის ნებართვის მისაღებად, 30 000 $ გადახდა არის საჭირო.
![რიგი ევერესტზე – ერთი ფოტოს ისტორია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202001/2020010415353873439.jpg)
![რიგი ევერესტზე – ერთი ფოტოს ისტორია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202001/2020010415354873439.gif)
![რიგი ევერესტზე – ერთი ფოტოს ისტორია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202001/2020010415360373439.jpg)
![რიგი ევერესტზე – ერთი ფოტოს ისტორია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202001/2020010415533373439.jpg)
![რიგი ევერესტზე – ერთი ფოტოს ისტორია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202001/2020010415534373439.jpg)
![რიგი ევერესტზე – ერთი ფოტოს ისტორია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202001/2020010415535373439.jpg)