სასარგებლო პროდუქტები რატომ და როგორ უნდა მიირთვათ ვაშლი?! რა იშვიათი სასარგებლო თვისებები აქვს მას?! 2019, 20 ოქტომბერი, 23:49 ხილი ადამიანისათვის სასარგებლო ვიტამინებითა და ნივთიერებებითაა მდიდარი, თუმცა ვაშლი ამ მხრივ განსაკუთრებულია.
ვაშლის ძირითადი შემადგენლობა წყალია (დაახლოებით 85%), ხოლო დანარჩენი სასარგებლო ნივთიერებებია, მათ შორის: ორგანული მჟავები, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, ასევე ვიტამინები: A, B1, B3, PP, C, G და სხვა. ვაშლი შეიცავს ვაშლის, ღვინისა და ლიმონის მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავების გასუფთავებასა და აღდგენას. ვაშლი ასევე კარგი საშუალებაა კუჭის ნორმალური მოქმედებისათვის. ვაშლი ვიტამინების მხრივ სხვა ბევრ ხილსაც სჯობია, ასე მაგალითად, მასში A ვიტამინი 50%_ით უფრო მეტია, ვიდრე ფორთოხალში. ეს ვიტამინი კი გაციებისა და ინფექციებისაგან დამცავია.ასევე კარგ მხედველობასაც უზრუნველყოფის. ვაშლი ასევე გამორჩეულია იშვიათი G ვიტამინის შემცველობით, რომელიც “მადის ვიტამინადაა" მიჩნეული.იგი საჭმლის მონელებაში მონაწილეობს და ასევე ხელს უწყობს ზრდას. ვაშლი ასევე განსაკუთრებულია იოდის მაღალი შემცველობით. ამ მხრივ ის 8-ჯერ აღემატება ბანანს, ხოლო 13-ჯერ ფორთოხალს, ამიტომ ვაშლი კარგი საშუალებაა ჩიყვის პროფილაქტიკისათვის. ვაშლის მირთმევა უმჯობესია ცოცხლად, რადგან სწორედ ასეთ მდგომარეობაში შეიცავს ის სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმს. ასევე უმჯობესია ვაშლის ქერქიანად მირთმევა, რადგან სწორედ ქერქის ქვეშაა ორგანიზმის იმუნიტეტისათვის მეტად საჭირო C ვიტამინი. ვაშლი კარგი საშუალებაა სისხლის გაწმენდისათვის, მეხსიერების გასაუმჯობესებლად, ქოლესტერინის შესამცირებლად, ორგანიზმის გამაჯანსაღებლად. ვაშლი შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ცოცხლად, ასევე ჯემის, კომპოტის, ჩირის და გახეხილი სახით. ასევე იხილეთ:
რატომ უნდა მიირთვათ ქლიავი?! -ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?
610 2-ს მოსწონს
|