პროფილაქტიკა ალუბლის ეს სასარგებლო თვისებები ნამდვილად გაგაოცებთ 2019, 5 ივლისი, 6:52 ალუბალი საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, თუმცა მისი სასარგებლო თვისებები სრულად ცოტამ თუ იცის.მაშ ასე: ნაყოფი შეიცავს შაქრებს, ორგანულ მჟავებს, მთრთილავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP; ასევე სპილენძის, რკინის, კალიუმის, მაგნიუმის მარილებს. სასარგებლო ნივთიერებებით მხოლოდ ნაყოფი არაა დატვირთული, ალუბლის ხის ქერქი შეიცავს ლიმონმჟავას და გლიკოზიდებს, ხოლო ფოთლებში აღმოჩენილია ლიმონმჟავა, ამიგდალინი და კუმარინი. ალუბალი გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადების დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება, ასევე ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ. ალუბლის ხშირი მიღება აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას, ორგანიზმს იცავს ვირუსული ინფექციებისა და დაავადებებისგან, ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს. ალუბლის წვენი არის მსუბუქი შარდმდენი, გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის შესამცირებლად, ასევე, კოლიტის, ყაბზობის, ბუასილის, პოდაგრის დროს.შველის უმადობას. რკინის მაღალი შემცველობის გამო ალუბალი საუკეთესო ხილია ანემიის დროს. ალუბლის რძიან ნაყენს იყენებენ ართრიტების დროს, წყლიან ნაყენს კი, როგორც სიცხის დამწევ საშუალებას. ალუბლის ნაყოფის ნახარში ძლიერ შარდმდენია, ამიტომ მას ხშირად იყენებენ თირკმელების დაავადებისას. რაც ყველაზე საოცარია, სამკურნალოდ გამოიყენება ალუბლის ნაყოფის ყუნწებიც, კერძოდ, ჰიპერტონიული დაავადებების დროს.ყუნწებში არსებული ნივთიერებები ბოლომდე დადგენილი არაა, ასე რომ, შესაძლოა მას სხვა სამკურნალო თვისებებიც აღმოაჩნდეს. ალუბლის ახალგაზრდა ტოტების ნახარში გამოიყენება კოლიტის დროს. ალუბალი მიიღება როგორც ცოცხალი სახით, ასევე კომპოტის, მურაბის, მარმელადის საშუალებით. ბოლო პერიოდში საქართველოში ფართოდ გავრცელდა მსხვილი ჯიშის ალუბალი(“შპანკა"), რომელსაც, რა თქმა უნდა, ყველა ზემოთჩამოთვლილი სასარგებლო თვისება გააჩნია, თუმცა მეტად ეფექტურია ტრადიციული წვრილი ალუბალი. სტატიისათვის გამოყენებულია საიტი Agrokavkaz.ge ასევე საინტერესოა: მოცხარი (“სმაროდინა") - ორგანიზმისათვის აუცილებელი ვიტამინების შემცველი კენკრა 765 1-ს მოსწონს
|