სამეგრელო და ზემო სვანეთი კანაფის კულტი სვანეთში - რისთვის იყენებდნენ ძველ დროში? 2019, 28 ივნისი, 23:10 უძველეს დროში სვანეთში არსებობდა კულტურული მარცვლეულები ხორბალი, ფეტვი და კანაფი. გაგიკვირდებათ და კანაფი ითვლებოდა ერთ-ერთ საჭირო და აუცილებლად გამოსაყენებელ მარცვლეულად. სვანების ყოველდღიურობაში მცენარე კანაფი ფუნქციურად მრავალმხრივი იყო, არ მოიძებნებოდა ოჯახი, რომელსაც სახლში ეს კულტურული მარცვლეული არ მოეპოვებოდა. თამამად შეიძლება ითქვას, კანაფის მრავალმხრივი გამოყენებიდან გამომდინარე ფაქტობრივად სვანეთში არსებობდა “კანაფის კულტი." კანაფის მარცვლეულის ერთ-ერთი ფუნქცია გახლდათ საკვებად გამოყენება: * დაფქვილი კანაფის მარცვლეულ წარმოადგენდა ერთ-ერთ აუცილებელ ინგრედიენტს სხვადასხვა საკვებიში, მაგალითად ხაჭაპურში. * სვანი დიასახლისები ამზადებდნენ ე.წ. "ქანაყვააბ"-ს . დაჭყლეტილ ყველში კანაფის წვრილად დაფქვილ მარცვალს ურევდნენ და პატარ-პატარა გუნდებად აგუნდავებდნენ, ახმობდნენ, რომ შემდგომ მთაში საგზლად გაეტანებინათ მამაკაცებისთვის, რომელთაც ხშირად უწევდათ მთაში სანადიროდ, ან თივის მოსათიბად წასვლა გარკვეული ხნით . ე.წ. "ქანაყვააბ"-ი ადვილი სატარებელი და ძალიან ნოყიერი იყო. * აგრეთვე კანაფის მარცვლეული გამოიყენებოდა ზეთის დასამზადებლად, რომელსაც მოიხმარდნენ სხვადასხვა საკვებში. იგი გამოიყენებოდა კანდელისთვის და წისქვილის ქვების დასამუშავებლად. კანაფის ღეროს კანისგან კი ადგილობრივები ბაწარს ამზადებდნენ . * სვანები მცენარის ნარჩენებს ახმობდნენ და ინახავდნენ ზამთრისთვის. ზამთარში დაძინებამდე, ოთახში დანთებულ ცეცხლზე დგამდნენ რკინის ფირფიტას და ზედ გამხმარ კანაფის ფოთლებს ყრიდნენ, მცენარე სპეციფიურ სუნს გამოყოფდა, რომელიც ოჯახს მშვიდად და წყნარად დაძინებაში ეხმარებოდა.
【【【【【 ასევე საინტერესოა 】】】】】უმბერტო ეკო : “ ადამიანები ძალიან მალე იღლებიან ადვილი რაღაცებისგან.'' ასტროლოგიური ინტერპრეტაცია ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობა''-ში ქაღალდის რუკისგან შექმნილი ადამიანის ორგანოები 660 3-ს მოსწონს
|