x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ირანმა 180 მილიონ დოლარად ღირებული ამერიკული უპილოტო მზვერავი ჩამოაგდო

imageაშშ-მ დაადასტურა, რომ ირანმა ჩამოაგდო ამერიკული უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატი, რომლის ღირებულებაც 180 მილიონი დოლარია, თუმცა ამერიკა უარყოფს, რომ უპილოტო მზვერავი ირანის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.


ამასობაში ირანელმა სარდალმა ჰოსეინ სალამიმ განაცხადა, რომ ირანი "მზადაა ომისთვის", რადგან "წითელ ხაზზე" ჩამოგდებული თვითმფრინავი არის "აშკარა სიგნალი" ამერიკელებისთვის, როგორც ცნობილი გახდა RQ-4 Global Hawk -ი ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰორმოზაგანის სამხრეთით.

ამერიკელები აქამდე უარყოფენ ირანის საჰაერო სივრცის დარღვევას.


RQ-4 Global Hawk ამერიკული სტრატეგიული მზვერავი საფრენი აპარატია, უწყვეტად შეუძლია 30 საათი ფრენა, პირველი გაფრენა Global Hawk-მა 1998 წერს განახორციელა, ხოლო 2004 წლიდან სამხედრო საბრძოლო დავალებებს ასრულებს.სადაზვერვო თვითმფრინავი აშშ-ს, ავსტრალიის და გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებს ემსახურება.Global Hawk-ის ყიდვას აპირებს კანადა, იაპონია და ესპანეთი.


image

მისი ფასი 130 მილიონი დოლარიდან 180 მილიონამდე მერყეობს(მოდიფიკაციის მიხედვით), რითაც ჩვეულებრივ ავიაგამანადგურებლზე უფრო ძვირია.

ექსპერტის თქმით, ირანელებს გააჩნიათ, როგორც საკუთარი წარმოების საჰაერი თავდაცვითი სისტემა, ასევე იმპორტირებული, მათ შორის საბჭოთა С-75, რომელმაც თავის დროზე ლეგენდარული ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი U2 ჩამოაგდო.




0
257
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0