სხვა თორმეტი გიორგი საქართველოს ისტორიაში 2019, 18 თებერვალი, 0:25
გიორგი I 1. გიორგი I (უშიში ვითარცა უხორცო) - საქართველოს მეფე 1014-1027 წლებში, ბაგრატ III-ის ძე და ბაგრატ IV-ის მამა;
გიორგი II 2.გიორგი II - საქართველოს მეფე 1072-1089 წლებში; ბაგრატ IV-ის ძე და დავით IV-ის (აღმაშენებელი) მამა;
გიორგი III 3.გიორგი III - საქართველოს მეფე 1156-1184 წლებში; დემეტრე I-ის ძე და თამარის მამა;
გიორგი IV 4.გიორგი IV (მეტსახელი ლაშა, აფსუათა ენაზე "ქვეყნის განმანათლებელი")- საქართველოს მეფე 1213-1223 წლებში; თამარისა და დავით სოსლანის ძე და დავით VII ულუს მამა;
გიორგი V 5.გიორგი V (ბრწყინვალე) - საქართველოს მეფე 1299-1302; 1318-1346; დემეტრე II თავდადებულის ძე;
6.გიორგი VI (მცირე) - საქართველოს მეფე 1308-1313 წლებში (ფიქტიური მეფე იყო, 1314 წელს მონღოლებმა მეორედაც გაამეფეს, თუმცა მისი მეფობა იყო წარუმატებელი, საქართველოს ისტორიაში კი მისი წვლილი შეუმჩნეველი, უმნიშვნელო. ყოველ შემთხვევაში ასეთი აზრია დამკვიდრებული საისტორიო მწერლობაში მისი მეფობის შესახებ); დავით VIII-ის ძე, გიორგი V -ის ძმისშვილი;
გიორგი VII 7.გიორგი VII - საქართველოს მეფე 1393-1407 წლებში; ბაგრატ V-ის ძე; კონსტანტინე I-ის ძმა;
გიორგი VIII 8.გიორგი VIII (კახეთში გიორგი I) - ქართლის მეფე 1446-1466 წლებში, კახეთისა - 1466-1476 წლებში; ალექსანდრე პირველი დიდის ძე;
9.გიორგი IX (შემდგომში ბერი გერასიმე) - ქართლის მეფე 1525-1527 (//1534) წლებში;კონსტანტინე II-ის ძე;დავით X-ის ძმა;
გიორგი X 10.გიორგი X - ქართლის მეფე 1600-16006 წლებში; სიმონ I-ის ძე;
გიორგი XI 11.გიორგი XI - ქართლის მეფე 1676-1688 წლებში; 1703-1709; ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის) ძე;
გიორგი XII 12. გიორგი XII (ზაქიჭამია); - ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე 1798-1800 წლებში; ერეკლე II-ის ძე; საისტორიო ლიტერატურაში ზოგჯერ გიორგი XII გიორგი XIII-დაც იხსენიება, გამომდინარე იქიდან, რომ ვახტანგ V შაჰნავაზის ძე, გიორგი XI ორჯერ გამეფდა (1676 წელს და 1703 წლებში)
307 შეფასება არ არის
|