რჩევები ეს მოძველებული სტილი, დროა ახლით ჩაანაცვლოთ 2018, 9 ნოემბერი, 14:55 მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უნივერსალური სამოსი, რომლის სახეობები არასოდეს გადადის მოდიდან, მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს.
ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით". შემოდგომა წლის განსაკუთრებული დროა. დრო, როდესაც ზომიერი კლიმატი, ცისფერი ზეცა, მზიანი დღეები და გრილი ღამეები ქუჩებს თანდათანობით ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერების ათასგვარი ელფერით ამკობს. დრო, როდესაც მარადმწვანე ფიჭვებისა და კედრების მწვანე ფერს თავიანთი მონათესავე ფოთოლმცვივანი ხეების ხასხასა წითელი და ყვითელი ფერი ჩრდილავს. ჰოდა, ამ სეზონის ყველაზე ტენდენციური სიახლეები უკვე ცნობილია და დროა თქვენი კარადა განაახლოთ. დროის ცვლილებასთან ერთად იცვლება მოდაც და ძველს ანაცვლებს ახალი ტენდენცია. თუ ადრე ტენდენციის ცვლილებას ჭირდებოდა რამდენიმე ათეული წელი, დღეს ეს ისე სწრაფად ხდება, რომ გარკვეული სტილის მობეზრებას ვერ ვასწრებთ. სტილისტმა ოლგა კიმიმ შეაგროვა ტენდენციის მოძველებული ვარიანტები, რომლებიც ახლო წარსულში ძალზედ პოპულარული იყო და გვინმარტავს, რომ მისი ასე, განახლებული ვარიანტებით ჩანაცვლება, თქვენს მოდურობას უფრო მუქად გაუსვამს ხაზს. იხილეთ აგრეთვე: შემოდგომა-ზამთრის ტენდენციები და ძირითადი მოდური ფერები 7 ყველაზე მოდური ფერი ამ შემოდგომას - კარადის განახლების დროა რა ეცვა ხალხს, სანამ შენ დაიბადე? მოდის ევოლუცია და სასიამოვნო კოლაჟი როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები-) 12 რამ, რაც აუცილებლად უნდა იყოს ქალის კარადაში და რა ცვლილებები განიცადა მოდამ ჩვენამდე? 1038 10-ს მოსწონს
|