ისტორიული ვინ იყო ლეგენდალური მეფე აიეტი 2018, 11 ოქტომბერი, 17:53 მეფე აიეტი-მედეას მამა
![]() აიეტი იყო ძლიერი და მკაცრი მეფე მან კოლხეთი იმ დროის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. მანვე ჩამოაყალიბა კოლხეთის პირველი მუდმივი არმია, ფლოტი, და მეეტლეთა გვარდიები. ერთ-ერთი ძველეგვიპტური გადმოცემით ძვ.წ. 1350–1240 წლებში კოლხეთი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე იყო ახლო აღმოსავლეთში. აიეტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა მეზობლებთან, მან კოლხეთს შეუერთა აღჱმოსავლეთით სასპერები, დასავლეთით ტრაპიზონი და ჩრდილოეთით მეოტების მიწა-წყალი, კოლხეთის დამოკიდებულებაში შევიდა აგრეთვე ხური-მითანის ძლიერი იმპერიაც. ძვ.წ. 1290–1240 წლებში ეგვიპტის ფარაონები და კოლხეთის მეფეები ხშირად ერთად აწყობდნენ დამპყრობლურ დამარბიელ ლაშქრობებს ახლო აღმოსავლეთში. აპოლონიოს როდოსელი(295-215ძვ.წ.) "ქვეყნად ვერავინ გაუტოლდება ძლევამოსილ კოლხეთის მეფეს, თუმცა შორს არის, თუ მოინდომა ელადაშიაც წავა სალაშქროდ. 592 2-ს მოსწონს
|