x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
ყველაზე გემრიელი ბებიას კოტლეტები

შესანიშნავი, მარტივი რეცეპტი ძალიან ნაზი და გემრიელი კოტლეტებისა.



image


ასეთი კოტლეტები მოსწონს ყველას - უფროსებსაც და ბავშვებსაც. დიახ, ყველაზე უჭმელი ბავშვებიც კი გემრიელად მიირთმევენ. რაშია საიდუმლო? თქვენვე ნახეთ...

პროდუქტები:


1. ფარში ( ღორის და საქონლის ხორცი) – 1 -1, 5 კგ

2. საშუალო ზომის კარტოფილი (უმი) – 3-4 ცალი

3. ხახვი -3-4 ცალი

4. ფუნთუშა ( ან თეთრი პური ) – 1 ცალი


5. კვერცხი - 1ცალი

6. რძე

7. მარილი, წიწაკა, მდოგვი, მცენარეული ზეთი



image




როგორ მოვამზადოთ:


კარტოფილი და ხახვი დავაბლენდეროთ (ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში).



ფუნთუშა (პური) დავტეხოთ და ჩავალბოთ რძეში ისე, რომ მთლიანად დაიფაროს ნაჭრები. ვაცადოთ შეიწოვოს მთლიანად რძე და გაფუვდეს.





გაწურვის გარეშე პური და ჭურჭელში ჩარჩენილი რძე დავუმატოთ ფარშს, ასევე კვერცხი, დაბლენდერებული მასა, მარილი და წიწაკა გემოვნებით.






საჭიროა ასევე დავამატოთ 1 სუფრის კოვზი მდოგვი ( საშუალო სიმწარის), თუ მწარეა, უფრო ნაკლები.




კარგად ავურიოთ ფარში, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. დავაყოვნოთ მინიმუმ ათი წუთი.







გავაცხელოთ მცირე რაოდენობის ზეთი. სველი ხელებით დავაგუნდაოთ კოტლეტები, დავაწყოთ ტაფაზე, ჩავუწიოთ ცეცხლს და ვწვავთ ჩვენს კოტლეტებს.




როდესაც ერთი მხრიდან შეიბრაწებიან, გადავაბრუნებთ და შემდეგ ვაფარებთ ტაფას სახურავს. ახლა ჩვენი კოტლეტები იწვებიან (მეორე მხარეს) და ითუშებიან.


შეგიძლიათ ჯერ ორივე მხრიდან შეწვათ, და შემდეგ მოთუშოთ სოუსში. მაგრამ სოუსის გარეშეც კოტლეტები გამოდის ძალიან რბილი და წვნიანი!




გემრიელად მიირთვით!





image

***


იხილეთ ასევე:

1. პატარა სასწაული ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მამაკაცებისთვის. ამის შემდეგ თქვენ ყოველ დღე შეჭამთ მწყრის კვერცხებს





2. სომხური ლავაში 13 სახის შიგთავსით




3. უგემრიელესი მწიფე პომიდვრის მწნილი




4. სუპები და ბულიონები ბავშვებისთვის 6 თვიდან

0
1103
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0