გიორგი ფოჩხუა მოკლულია! 17 ივლისი 2012, 01:56:43
AUTO PLAY
27 წლის მსახიობი და რეჟისორი გიორგი ფოჩხუას(ელენე ფოჩხუას ძმა) გვამი ზღვამ გამორიყა. შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის რეჟისორი და მსახიობი მეგობრებთან ერთად ანაკლიაში ისვენებდა. გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებულ გიორგი ფოჩხუას ოჯახის წევრები და მეგობრები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, დილით კი გარდაცვლილი ნახეს. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ნათესავების განცხადებით ცხედარს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება. გიორგი ფოჩხუას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.
1
|
|