"ჰოლივუდური ღიმილის" ხარვეზები 11 ივნისი 2012, 14:12:37
AUTO PLAY
ლამზირა ვარშანიძეს და მარინა ლაშხიას პრეზიდენტის პროგრამის - ,,ღიმილიანი საქართველოს“ ფარგლებში უმკურნალეს, თუმცა ამ მკურნალობას ლამზირა ვარშანიძის ჯანმრთელი კბილი შეეწირა, მარინა ლაშხიამ ქვედა ყბის პროთეზირებაზე უარი მიიღო, ხოლო თალიკო რუხაძე პრეზიდენტის ნაჩუქარ კბილებს სახლში ინახავს. „ინფო 9“- ის გადამღებ ჯგუფთან საუბრისას ისინი უკმაყოფილებას არ მალავენ და აღნიშნავენ, რომ სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურება უხარისხოა.
5
|
|