კარალეთელი ზონდერები ამოცნობილია! 17 ივლისი 2012, 01:50:51
AUTO PLAY
„ინფო 9“- ისთვის კარალეთელი „ზონდერების“ ვინაობა ცნობილია. კადრში კარგად ჩანს, ვინ არიან პირები, რომლებიც 12 ივლისს კარალეთში „ინფო 9“- ის ჟურნალისტს რეზო ნადირაძეს და ოპერატორს ლექსო ალექსიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ვიდეოკამერა წაართვეს. დაზიანებული კამერა პოლიციამ „ინფო 9“- ს მეხსიერების ჩიპის გარეშე დაუბრუნა, თუმცა ოპერატორის ექსტრემალურ სიტუაციაში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, კამერის შიდა მეხსიერების რეჟიმზე გადართვამ, „ზონდერების“ მოქმედება ჩაიწერა. ამავე დღეს, ორი საათით ადრე „ინფო 9“- ის კამერამ დააფიქსირა კადრები, სადაც ჩანს, ვისთან ერთად იმყოფებოდნენ „ზონდერები“ კარალეთში, როგორი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და რა სიტყვებით მიმართავდნენ ჟურნალისტებს და კოალიციასთან შესახვედრად მისულ ხალხს.
0
|
|