Georgia - The Third Oldest Christian Country After the Roman Empire and Armenia (Or the Second?) 29 დეკემბერი 2022, 06:57:05
AUTO PLAY
The first Christian states in the world 1. According to the legend, which is not supported by historical sources, the first Christian state was Osroene (132 BC - 214 AD), aka the Kingdom of Edessa. Syria today. The population of the Kingdom of Edessa consisted of Semites (specifically Arameans), as well as Greeks and Parthians (Drower, Gray & Sherwin-White 2012). The official language of the state was Aramaic (one of the Semitic languages spoken by Jesus). Christianity was accepted in this state by King Abgar XI - AD. in 242-244 years. It should be noted again that this is an apocryphal legend and is not supported by any specific reliable historical source (Ball, W (2001). Rome in the East: the transformation of an empire; Frankfurter, David (1998). Pilgrimage and Holy Space in Late Antique Egypt). 2. The second Christian state (although the first, if Osroene's story is a legend) was the Kingdom of Armenia, where according to the Armenian historical source - the Armenian historian of the 5th century - Agathangelos), King Thrdat III accepted Christianity in 301. However, the dubiousness of this source lies in the fact that in 317, the same king brutally tortured and killed the Christian friends of St. Nino, dozens of saints, and St. Nino herself, who escaped from Armenia and took refuge in Iberia, barely escaped death. 3. The third Christian state was the Roman Empire (although the first if Osroene's story is a legend and if Agathangelos' account of Armenia is a forgery), after Emperor Constantine declared Christianity the state religion in 313. 4. The fourth Christian state was the Kingdom of Iberia, the same as the Kingdom of Kartli - today's Georgia (the second - after Rome, if the story of Osroene is a legend and the report of Agathangelos is a forgery for the above mentioned reason), when King Mirian of Iberia (Georgia) declared Christianity the state religion in 326. However, the year 319 is named by Kirill Tumanov, Steven Reff and Helen Invianova. Source 1: Toumanoff, Cyril, "Iberia between Chosroid and Bagratid Rule", in Studies in Christian Caucasian History, Georgetown, 1963, pp. 374-377. Source 2: Rapp, Stephen H., Jr. (2007). "7 - Georgian Christianity". Source 3: The Development of Christianity in Georgia. by Helen Inviyanova, Republic of Georgia, originally published in Nineveh Magazine; უპირველესი ქრისტიანული სახელმწიფოები მსოფლიოში 1. ლეგენდის თანახმად, რომელიც ისტორიული წყაროებით არ არის გამყარებული, პირველი ქრისტიანული სახელმწიფო იყო ოსროენე (Osroene - ძვ.წ. 132 - ახ.წ. 214), იგივე ედესის სამეფო. დღევანდელი სირია. ედესის სამეფოს მოსახლეობას შეადგენდნენ სემიტები (კერძოდ არამეელები), ასევე ბერძნები და პართიელები (Drower, Gray & Sherwin-White 2012). სახელმწიფოს ოფიციალური ენა იყო არამეული (ერთ-ერთ სემიტური ენა, რომელზეც იესო ლაპარაკობდა). ქრისტიანობა ამ სახელმწიფოში მიიღო მეფე აბგარ XI-მ - ახ.წ. 242-244 წლებში. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს აპოკრიფული ლეგენდაა და რომელიმე კონკრეტული სანდო ისტორიული წყაროთი არაა გამყარებული (Ball, W (2001). Rome in the East: the transformation of an empire; Frankfurter, David (1998). Pilgrimage and Holy Space in Late Antique Egypt). 2. მეორე ქრისტიანული სახელმწიფო (თუმცა პირველი, თუ ოსროენეს ამბავი ლეგენდაა) იყო არმენიის სამეფო (ქართულად "სომხეთის სამეფო"), სადაც არმენიული ისტორიული წყაროს - მე-5 საუკუნის არმენი ისტორიკოსის - აგათანგელოსის) მიხედვით ქრისტიანობა მიიღო მეფე თრდატ III-მ 301 წელს. თუმცა ამ წყაროს საეჭვოობა იმაში მდგომარეობს, რომ ამავე მეფემ 317 წელს სასტიკად აწამა და დახოცა წმინდა ნინოს თანხმლები ქრისტიანი მეგობრები, ათეულობით წმინდანი და მისგან სიკვდილს ძლივს გადაურჩა თავად წმინდა ნინო, რომელიც არმენიიდან გამოიქცა და თავი იბერიას შეაფარა. 3. მესამე ქრისტიანული სახელმწიფო იყო რომის იმპერია (თუმცა პირველი თუ ლეგენდაა ოსროენეს ამბავი და თუ სიყალბეა აგათანგელოსის ცნობა სომხეთის შესახებ), მას მერე, რაც იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა 313 წელს. 4. მეოთხე ქრისტიანული სახელმწიფო იყო იბერიის სამეფო, იგივე ქართლის სამეფო - დღევანდელი საქართველო (მეორე - რომის შემდეგ, თუ ოსროენეს ამბავი ლეგენდაა და აგათანგელოსის ცნობა სიყალბეა ზემოთაღნიშნული მიზეზის გამო), როცა მეფე მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა 326 წელს. თუმცა 319 წელს ასახელებენ კირილ თუმანოვი, სტივენ რეფი და ჰელენ ინვიანოვა. წყარო 1: Toumanoff, Cyril, "Iberia between Chosroid and Bagratid Rule", in Studies in Christian Caucasian History, Georgetown, 1963, pp. 374-377. წყარო 2: Rapp, Stephen H., Jr (2007). "7 - Georgian Christianity". წყარო 3: The Development of Christianity in Georgia. by Helen Inviyanova, Republic of Georgia, originally published in Nineveh Magazine;
3
|
|