Khevsurs - Ancient Georgian Highlanders - Part II 11 დეკემბერი 2022, 00:42:02
AUTO PLAY
კავკასიელების დიდი ნაწილი მიეკუთვნება J2a ჰაპლოჯგუფის შემდეგ კლადს: J2a-CTS6804. ამგვარად კავკასიელების ეს საკმაოდ დიდი ნაწილი იზიარებენ ერთ საერთო წინაპარს, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით ძვ.წ. 5500 წლისთვის, დაახლოებით იმ პერიოდიდან, როცა კავკასიაში ნეოლითური ხანის დადგომა და მიწათმოქმედება დაიწყო ძვ.წ. 6500 წლიდან. ინგუშეთში 88%-მდეა გავრცელებული J2a ჰაპლოჯგუფი და ყველაზე დომინანტურად მისი ერთ-ერთი კლადი J2a-Y7800, რომელიც ყველაზე ახალგაზრდაა კავკასიაში გავრცელებულ J2a-ს კლადებს შორის - სულ რაღაც 2000 ან 1500 წლის ანუ წარმოშობილია ახალი წელთაღრიცხვის დასაწყის პერიოდში ან მე-5 საუკუნეში. ეს ჰაპლოჯგუფი ახასიათებს დომინანტურად როგორც ინგუშებს, ასევე ჩეჩნებს (თუმცა ჩეჩნებში უფრო დაბალი პროცენტით - 56%-ია საერთოდ J2a-ს სიხშირე). J2a-Y7800 არის შთამომავალი J2a-Y3612 კლადის, რომელიც 3900 წლისაა ანუ წარმოშობილია ძვ.წ. 1900 წლისთვის. ეს კლადი გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში, როგორებიცაა ხევსურები, მოხევეები, ფშავლები, მთიულები და თუშები. ეს ჯგუფი არის შუმერების პირდაპირი შთამომავალი. ამ ჯგუფმა შუმერიდან, დღევანდელი სამხრეთ ერაყიდან დაიწყო მიგრაცია დაახლოებით ძვ.წ. 1900 წლიდან და ანატოლიის გავლით შემოვიდა და დამკვიდრდა ჯერ სამხრეთ კავკასიაში და შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში დაახლოებით პირველი საუკუნიდან მეხუთე საუკუნემდე პერიოდში მას გამოეყო ის ჰაპლოტიპი, რომელიც დღეს დომინანტურია ვაინახებში - ყველაზე მეტად კი ინგუშებში. ამ მონაცემებიდან შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ვაინახები არიან ქართველი მთიელების შთამომავლები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ და აითვისეს იქ გავრცელებული ნახური ენობრივი ოჯახი. ეს იმიტომაა სავარაუდო, რომ საქართველოს მთიელების ჰაპლოჯგუფების შთამომავლობაა ვაინახური კლადები და საქართველოს მთიელთა კლადები ათასწლეულებით უფრო ძველია. ასევე იმიტომ, რომ ნახური ჯგუფის ხალხებს არ ახასიათებთ J2 ჰაპლოჯგუფი, არამედ დომინანტურად მათი მოდგმა J1 ჰაპლოჯგუფისაა. მეორე ვარიანტი ისაა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა დამფუძნებლის ეფექტს და ერთი კონკრეტული ჰაპლოტიპი (J2a-Y7800) ძალიან გამრავლდა ვაინახებში ამ საგვარეულოს დაწინაურებული მდგომარეობის გამო იქაურ საზოგადოებაში. სხვათაშორის J2a-y3612 კლადი არის შთამომავალი J2a-cts900 კლადის, რომელსაც ასევე აქვს კოლხური შტო. წყარო: J-CTS900 YTREE - YFULL; წყარო 2: Eupedia; 1. ხევსურული მელოდიები, ხევსურული მუსიკა. 2. ხევსურული სიმღერა - ხმა ამაიღე ფანდურო.
8
|
|