ტრაგედია კახეთში!!! 11 ივნისი 2012, 20:42:24
AUTO PLAY
10 ივნისს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ათი წლის ქვეითად მოსიარულე ნონა ასაბაშვილს ოპელის მარკის ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი იმავე სოფელში მცხოვრები იოსებ მიჩილაშვილი მართავდა. ყვარლის პოლიციის განყოფილებაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იოსებ მიჩილაშვილი ამჟამად დაკავებულია. ყვარლის რაიონული საავადმყოფოს მორიგე ექიმის თეიმურაზ შაოშვილის თქმით, საავადმყოფოში მიყვანის მომენტში გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.
0
|
|