ვანო მერაბიშვილი ზესტაფონში 11 ივნისი 2012, 14:16:07
AUTO PLAY
ზესტაფონის რაიონში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სტუმრობა 20 წუთს გაგრძელდა. შეხვედრას წინ უძღოდა რაიონის საბიუჯეტო სამსახურების მობილიზება. “მეც მოვედი” - ამ პაროლით ხვდებოდნენ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს თავიანთი ხელქვეითები. მათ აღრიცხვას თეატრის ბუღალტერი და ზესტაფონის სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტი, გოგი ვარდოსანიძე აწარმოებდა, კარისკაცის მოვალეობას კი სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი, ვარლამ თელია ასრულებდა. სიის გარეშე თეატრში მხოლოდ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ზესტაფონის რაიონის ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი ბეჟან ბუცხრიკიძე, რაიონის სოციალური სამსახურის უფროსი, გიორგი გაჩეჩილაძე და რაიონის გამგებელი, გივი არაბიძე შევიდნენ. გამგზავრების წინ მინისტრმა გივი არაბიძესა და ბეჟან ბუცხრიკიძეს ბოლო მითითება მისცა და ზესტაფონი დატოვა.
8
|
|