ჩამონგრეული პარლამენტი 7 ივნისის შემდეგ 10 ივნისი 2012, 21:24:50
AUTO PLAY
სამოყვარულო კამერით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ 7 ივნისს ქუთაისში სწორედ ის ხიდი ჩამოინგრა, რომელიც პარლამენტს სავალ ნაწილთან აკავშირებდა. მუშები ჭრიან დარჩენილ არმატურებს და წმენდენ ტერიტორიას ნანგრევებისგან. არსებობს ვარაუდი რომ, პარლამენტის შენობა დაჯდა და მიწის სიღრმეში დასაშვებ ზღვარზე მეტად ჩაიწია, რამაც შემინული ფასადის დაბზარვა და პარლამენტის ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი ხიდის ნგრევა გამოიწვია. ამ უბედური შემთხვევის გამო სამართალდამცველებმა სამშენებლო კომპანიის საქმის მწარმოებელი, დავით ქავთარაძე დააკავეს.
0
|
|