ლაშა ბექაური ფინეთიდან ოქროს მედლით დაბრუნდა (ვიდეო) 17 სექტემბერი 2019, 20:12:10
AUTO PLAY
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებული დაბრუნდა. ძიუდოისტებმა ექვსი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. „ქართული ძიუდოს ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა, რომ ყველა წონით კატეგორიაში მოვიპოვეთ ოქროს მედალი. პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს. შეჯიბრი ძალიან ძლიერი და ემოციურად დატვირთული იყო, განწყობა იყო საბრძოლო. ვიბრძოლეთ და მივაღწიეთ წარმატებას“, – განაცხადა ოქროს მედლის მფლობელმა ლაშა ბექაურმა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილის თქმით, გუნდმა ეს წარმატება დაიმსახურა. „თავაწეული ვბრუნდებით სამშობლოში და ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას. წლების წინ ფედერაციის მიერ დასახულმა მიზანმა და გუნდის რუტინულმა შრომამ შედეგი გამოიღო. მინდა, ხაზი გავუსვა რომ ძალიან დიდია სახელმწიფოს როლი. ეს არის გუნდი, რომელმაც ეს ყველაფერი დაიმსახურა და რა საკვირველია, ველოდით ამ წარმატებას. ერთი თვის შემდეგ გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი და ვეცდებით, იქაც დავამტკიცოთ, რომ ეს გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა“, – განაცხადა გიორგი ათაბეგაშვილმა. ახალგაზრდული ნაკრებიდან საქართველოს პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტი ჰყავს. ეთერ ლიპარტელიანის განცხადებით, მისთვის ძალიან საამაყო და სასიხარულოა, როცა მისი ქვეყნის ჰიმნს აჟღერებენ.
138
|
|