დედოფლისწყაროში ჭადრაკის კლუბი გაიხსნა (ვიდეო) 8 ივნისი 2019, 12:14:59
AUTO PLAY
ქალაქ დედოფლისწყაროში ჭადრაკის კლუბი გაიხსნა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ ადგილობრივ მოჭადრაკეებს საჩუქრად ავეჯი, ინვენტარი და ლიტერატურა გადასცა. კლუბი ვუნდერკინდი მოჭადრაკის ტურნირით გაიხსნა. საქართველოს ჩემპიონი, 8 წლის დათა ყალაბეგაშვილი ერთდროულად 20 მეტოქეს დაუპირისპირდა, რომელთაგან 18 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი დააფიქსირა. გურჯაანელი ვუნდერკინდი მოჭადრაკე სპორტის ამ სახეობას 2 წელია ეუფლება და უკვე დიდ წარმატებებს აღწევს. პატარა მოჭადრაკეს რუმინეთის საგზური გადაეცა, სადაც ევროპის პირველობაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
9
|
1099.00
k
1499.00
k
|