პარლამენტარის და პირდაპირ ეთერში გაშიშვლდა, რათა მისი ნათქვამი ყველას გაეგო 15 თებერვალი 2019, 17:21:00
AUTO PLAY
ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ბორის ჯონსონის დამ პირდაპირ ეთერში გაიხადა. რეიჩელ ჯონსონი ბრექსიტის შესახებ „სქაი ნიუსის“ ეთერით საუბრობდა. მისი ნათქვამი რომ ყველას გაეგო, ჯონსონმა უცნაურ მეთოდს მიმართა - კამერების წინ გაშიშვლდა. „რთულია, შენი ხმა სხვებს გააგებინო, როცა ბრექსიტზე საუბრობ“, - განაცხადა მან. როდესაც ჯონსონმა პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო, წამყვანმა ნიკ ფერარიმ ხმის ამოღება ვეღარ შეძლო, სტუდიაში მყოფები კი სტუმრის გადაწყვეტილებას გამამხნევებელი ოვაციებით შეხვდნენ.
51
|
1099.00
k
1499.00
k
|