თურქულმა სერიალებმა თურქული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა გაზარდა 5 თებერვალი 2014, 13:30:02
AUTO PLAY
თურქული ენის შესწავლაზე დღეს ძალიან დიდი მოთხოვნაა და სავაჭრო ურთიერთობებთან ერთად ამაზე გავლენა თურქულმა სერიალებმა მოახდინა, - განაცხადეს ტელე/რადიო "პალიტრის" ეთერში გადაცემა "ბიზნესფაილის" სტუმრებმა. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ სასწავლო ცენტრ Global Education Georgia-ს ფინანსური მენეჯერი გიორგი კუკულავა და განათლების ხარისხის განვითარების მენეჯერი ოთარ ხინიკაძე. მათ საქართველოში ენების შესწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მეთოდებსა და ყველაზე მოთხოვნად ენებზე ისაუბრეს.
0
|
|