მელანიას ულამაზესი პალტო, რომელიც აბაზანის ხალათს მიამსგავსეს და კოლუმბიის პირველი ლედის სრულიად უგემოვნო ჩაცმულობა 14 თებერვალი 2019, 15:13:16
AUTO PLAY
მელანია ტრამპს ვალენტინობის განწყობა აქვს - ოფიციალურ შეხვედრაზე პირველი ლედი რომანტიკული ფერის სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა. Fendi-ს ვარდისფერი პალტო 48 წლის მელანიას არაჩვეულებრივი სხეულის ფორმებს უსვამდა ხაზს. ტრამპებმა თეთრ სახლში კოლუმბიის პრეზიდენტსა და მის ცოლს უმასპინძლეს. როგორც ყოველთვის, მელანიას ჩაცმულობაზე სოციალურ ქსელებში ამჯერადაც აქტიურად წერენ. "ტვიტერის" მომხმარებლების დიდი ნაწილი პირველი ლედის არჩევანით მოხიბლულია, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ მელანიას პალტო აბაზანის ხალათს ჰგავს.
50
|
|