მოსკოვის გალერეადან ძვირფასი ტილო დამთვალიერებლების თვალწინ მოიპარეს 28 იანვარი 2019, 17:27:55
AUTO PLAY
მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეადან, უცნობმა პირმა ძვირფასი ტილო კედლიდან ჩამოხსნა და საგამოფენო დარბაზი აუღელვებლად დატოვა. ნახატის მოპარვის ფაქტი დამთვალიერებლების თვალწინ მოხდა. ინციდენტი სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს. ქურდის მოსაძებნად, სპეცოპერაცია ჩატარდა. მას მოსკოვის ერთ-ერთ დასახლებაში მიაგნეს და დააკავეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცია. პოლიციის თქმით, 1 მილიონი დოლარის ღირებულების ტილო „აი პეტრი, ყირიმი“ გალერეას მალე დაუბრუნდება.
22
|
1099.00
k
1499.00
k
|