როგორ მოპარეს ლაღიძეს "თბილისო"აღმოჩენილია ავსტრალიელი მომღერლის ჯერი სკოტის ინგლისური ვერსია 23 იანვარი 2019, 19:20:23
AUTO PLAY
თითქოს არაფერი,რომ არა ერთი გარემოება საქმე იმაშია,რომ 1962 წელს გამოშვებულ ფირფიტაზე ჯერი სკოტი, იგო ფიშერი და ვინმე ასქვისი არიან მითითებული როგორც სიმღერის ავტორები.. მცირე ინფორმაცია ჯერი სკოტზე:იგი ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობდა, ადგილობრივ ხმის ჩამწერ სტუდიებთან თანამშრომლობდა და 50-იანი წლების მიწურულს განსაკუთებული პოპულარობით ჩეხეთსა და საბჭოთა კავშირში სარგებლობდა, სადაც სამ მილიონამდე ფირფიტა გაყიდა. 1961 წელს ის პირველი დასავლელი ჯაზ-შემსრულებელი გახდა, რომელმაც სსრკ-ში ტურნე გამართა. მუსიკოსი მსმენელთა წინაშე კიევის ოპერაში წარდგა, მოგვიანებით კი თავისივე პროდიუსერზე, იგო ფიშერზე მოსკოვში, ბრიტანეთის საელჩოში იქორწინა. ეს სწორედ ის ფიშერია, რომელიც ჩვენ მიერ ზემოთ უკვე ნახსენებ ფირფიტაზე სიმღერის Stay With Me ერთ-ერთ ავტორადაა მოხსენიებული. როგორც ჩანს, ჯერის რკინის ფარდის არასწორ მხარეს ყოფნა მალევე მოსწყინდა და საცხოვრებლად ინგლისში გაემგზავრა, სადაც 1962 წელს ლეგენდარული "ბითლზის" მენეჯერის, ჯორჯ მარტინის დახმარებით ცნობილ ლეიბლზე Parlophone სადემონსტრაციო ფირფიტა გამოსცა. სწორედ ამ ჩანაწერში შესული ორი სიმღერიდან ერთ-ერთის მუსიკაა რევაზ ლაღიძის "თბილისოს" ზუსტი ასლი. მის ავტორებად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არა ლაღიძე, არამედ ჯერი სკოტი, მისი ქმარი იგო ფიშერი და ვინმე ასქუისი არიან მითითებული.
40
|
1099.00
k
1499.00
k
|