პატიმრების მიერ შექმნილი სულისშემძვრელი კომპოზიცია გეგუთის კოლონიიდან 23 აგვისტო 2017, 14:36:14
AUTO PLAY
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში(წყალტუბო, სოფელი გეგუთი) მსჯავრდებულების მიერ შექმნილი მუსიკალური ნომერი, რომელიც „არტ-გენზე“ იქნა წარდგენილი - ჯგუფი „სანამ“ ელექტრონული მუსიკისა და ფოლკლორის სინთეზით. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამისთვის უწყება ყველა პირობას ქმნის. სამინისტროს მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური სივრცე გამოიყო, სადაც მინი სტუდია მოეწყო, რომელიც ყველა საჭირო აპარატურითაა აღჭურვილი. სწორედ აღნიშნულ სტუდიაში მუშაობენ მსჯავრდებულები და ქმნიან მუსიკას, რომელიც სამინისტროს ხელშეწყობითვე, არაერთხელ იქნა წარდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მომავალშიც მხარს დაუჭერს რესოციალიზაციისკენ მიმართულ მსგავსი ტიპის აქტივობებს.
1986
|
1099.00
k
1499.00
k
|