ფეხბურთის შემდეგ ზესტაფონში შხაპს ჭიდან ამოღებული ცივი წყლით იღებენ (ვიდეო) 6 მარტი 2018, 20:53:05
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატში გუშინ "ზესტაფონელი" ჭაბუკები" სამტრედიელ თანატოლებს დიდ ჯიხაიშში დაუპირისპირდნენ და მოწინააღმდეგე მინიმალური სხვაობით - 0:1 დაამარცხეს. "ზესტაფონის" ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა ვიდეო და ფოტოები, თუ სად ითამაშეს ახალგაზრდა ფეხბუთელებმა და შემდეგ, ჭიდან ვარცლით ამოღებული ცივი წყლით ერთმანეთს ტალახისგან როგორ ასუფთავებდნენ. "მატჩის შემდგომი შხაპის მაგიერი "ჰიგიენური" ხასიათის პროცედურები ფეხბურთელი ბავშვებისათვის... ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთზე წელიწადში 50 მილიონი იხარჯება", - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე.
24
|
|