ცოტნე გამსახურდია:ხანდახან "გავიყინები" ხოლმე, როცა ეს სიმღერა ირთვება 15 თებერვალი 2017, 20:36:03
AUTO PLAY
ამდენი სიბინძურე დაგაკარგინებს მომავლის, ადამიანების და ადამიანობის რწმენას, სიცოცხლის სურვილს ამ გულისამრევში... დიდი ხანია ვიცი, რომ ცხოვრება ტანჯვაა. ისიც ვიცი, რომ არასდროს გავხდები ამ სიზმრის მონა, სანამ უკანასკნელად ამოვისუნთქებ... მაგრამ მაინც მჭირდება გახსენება - რომ არ არის რეალური ეს საზიზღრობა, რომ შეიძლება, და უნდა შევცვალოთ იგი! რომ არსებობს სხვა საქართველო, არსებობდა შოთა, ილია, ვაჟა, აკაკი, დიმიტრი ყიფიანი - ვის მკვლელობის შემდეგაც ცარიზმის აგენტების მიერ დაწერა აკაკიმ ეს ლექსი... მამაჩემს ძალიან უყვარდა. მე გროზნოში მაქვს ბოლო კლასი დამთავრებული, გასაგები მიზეზების გამო - რუსულ სკოლაში. თუმცა, აუცილებელი პირობა იყო, რომ სკოლის დამთავრებისას ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამაც ჩვეულებრივად უნდა მცოდნოდა. ამისთვის ქართული სკოლის პროგრამა და ლიტერატურაც ჩამოატანინა, მიხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად მომთაბარედ ვცხოვრობდით. და ყოველ კვირას თვითონ იბარებდა ხოლმე ამ გაკვეთილებს. ყველა უჯრედით მახსოვს ის დღე, ამ ლექსს რომ ვაბარებდი ზეპირად, და რატომღაც ცრემლების ბურთი მახრჩობდა რომ ვუყურებდი. თითქოს ვხედავდი იმას, რაც უკვე მისი გადმოსვენების დროს ვნახე თითქმის ოცი წლის შემდეგ... როდესაც გროზნოს იმ ეზოში ვიპოვე დაკარგული... ფოტოზე - დიმიტრი ყიფიანის საქართველოში ჩამოსვენებაა. და მიყვარს ამ სიმღერის ეს შემსრულებელი, ნატო მეტონიძეც... პ.ს. ხანდახან "გავიყინები" ხოლმე, როცა ეს სიმღერა ირთვება. და აი, ესაა მიზეზიც...
11
|
|