ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი აალაპარაკა 2 აგვისტო 2016, 10:21:35
AUTO PLAY
როგორ მოიქცა ამერიკელი მოსამართლე, როდესაც მის წინაშე მსჯავრდებული ქალი შარვლის გარეშე მიიყვანეს - ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი აალაპარაკა ლუისვილში მოსამართლის წინაშე შავკანიანი მსჯავრდებული მიიყვანეს, რომელსაც შარვალი არ ეცვა. როდესაც მოსამართლემ ეს გაიგო, აღშფოთება ვერ დამალა და სასწრაფოდ გარკვევა დაიწყო, თუ რატომ არ მისცეს განსასჯელს, რომელმაც 3 დღე ციხეში გაატარა, შარვალი და ასევე, მოწესრიგებაზე უთხრეს უარი. სანამ მოსამართლე ამბებს არკვევდა, მანამდე მან მკაცრად მოითხოვა, რომ ქალისთვის რამე მაინც მიეცათ ჩასაცმელად. ასევე, მოსამართლემ მსჯავრდებულს მაღაზიაში ქურდობისთვის 75-დღიანი პატიმრობა 100 დოლარის ჯარიმით შეუცვალა და ბოდიში მოუხადა იმისთვის, თუ როგორ მოექცნენ მას.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|