შოკისმომგვრელი ვიდეო - უგულო მშობლებმა ბავშვი სავაჭრო ცენტრში მიაგდეს 20 აპრილი 2016, 16:56:52
AUTO PLAY
რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, როგორ მიატოვეს მშობლებმა პატარა შვილი. გაურკვევლობაში აღმოჩენილმა ბიჭუნამ აქეთ-იქით ბოდიალი დაიწყო. მალევე პოლიცია გამოჩნდა და პატარა თავშესაფარში გადაიყვანეს. ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბიჭუნას მამა ამოიცნეს, რომელიც ოფიციანტი აღმოჩნდა. მამაკაცი ირწმუნება, რომ ბავშვის დედასთან კამათის შემდეგ პატარა მასთან დატოვა. მისი თქმით, მას ეგონა, რომ დედა ბიჭუნას წაიყვანდა და არ იცოდა, რომ ქალმა ის მიატოვა.
0
|
|