როგორ ვარჯიშობს ФСБ-ს სპეცრაზმი 5 ნოემბერი 2015, 17:52:58
AUTO PLAY
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სპეცდანიშნულების მებრძოლების ვარჯიშების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა საკმარისად არსებობს ინფორმაცია იმისთვის, რომ შეიქმნას პროგრამა, როგორ ვარჯიშობს "ФСБ"-ს სპეცრაზმი. "ეფესბე"-ს სპეცრაზმში შედის ლეგენდარული "ალფა", 1997 წლიდან. 2011 წელს მათ საერთაშორისო შეჯიბრებაზე პირველი და მეორე ადგილები მოიპოვეს, რამაც მსოფლიოში საუკეთესო სპეცრაზმის ტიტული მოუტანა. "ეფესბე"-ს სპეცრაზმის ვარჯიში შემდეგ ნორმატივებს ითვალისწინებს: აზიდვები იატაკზე - 90; მუცლის პრესი - 100; სირბილი 100 მეტრი - 12,7 წამში; კროსი 3000 მეტრი - 11 წუთში; 100 კგ წონის შტანგის აწევა - 10-ჯერ; ბრძოლა წესების გარეშე 3-ჯერ 3 წუთის განმავლობაში და ხელისა და ფეხის დარტყმების 2-წუთიანი დემონსტრაცია მოკრივეთა "მსხალზე"; კომპლექსური ძალისმიერი ვარჯიშები, რომლებიც რვაჯერ მეორდება - 10 აზიდვა იატაკზე, 10 მუცლის პრესი, 10 ჩაჯდომა, 10 ახტომა - ყველაფერი პაუზის გარეშე.
3
|
1099.00
k
1499.00
k
|