21 წლის გოგონა წელიწადში 36-ჯერ კვდება 9 მარტი 2015, 15:57:05
AUTO PLAY
ამ ვიდეოზე ასახულია, როგორ გაუჩერდა გული 21 წლის სარა ბრაუტიგამს და ერთი წუთის განმავლობაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა, სანამ მას ექიმები სიცოცხლეს დაუბრუნებდნენ. გოგონასთვის ეს ჩვეულებრივი "პროცედურაა": იშვიათი დაავადების გამო იგი წელიწადში 36-ჯერ განიცდის კლინიკურ სიკვდილს. ოთხი წლის წინ სარას პოსტურალური ორთოსტატიული ტაქიკარდიის სინდრომი დაუდგინეს, რომლის გამოც დროდადრო გულისცემა უხშირდება, წნევა უვარდება, გული ფეთქვას წყვეტს და კლინიკური სიკვდილი დგება. ექიმები მის გონებაზე მოყვანას ტკივილის მიყენებით ახერხებენ. ამიტომ გოგონა ხშირად ჩალურჯებებით იღვიძებს. მისი თქმით, კლინიკური სიკვდილის დროს გვირაბის ბოლოს სინათლეს ვერ ხედავს - გარშემო ყველაფერი ბნელდება და გარკვეული დროით გარშემო მყოფი ადამიანების ხმა ესმის, მაგრამ განძრევა ან ხმის გაცემა არ შეუძლია.
0
|
|