უსინათლო მზარეულის ღვეზელმა ყველაზე ცნობილი კულინარიც კი მოხიბლა 14 აგვისტო 2015, 21:50:55
AUTO PLAY
MasterChef პოპულარული რეალითი-შოუა, რომლის წამყვანი ცნობილი შეფმზარეული და რესტორატორი გორდონ რამსია. ერთ-ერთ სეზონში მონაწილე უსინათლო მზარეული ქრისტინა იყო, რომელმაც ისეთი ვაშლის ღვეზელი მოამზადა, თავად გორდონ რამსიც კი მოიხიბლა. "ქრისტინა, წარმოგიდგენია, როგორ გამოიყურება შენი ღვეზელი?" - ჰკითხა შეფმა ახალგაზრდა მზარეულს. "წარმომიდგენია, რომ ის ნაგვის გროვას ჰგავს" - უპასუხა გოგონამ. "ვიზუალურად ის შთამბეჭდავია! ყავისფერი კიდეებით, ნაზად დაღვენთილი შაქრით. ის ისევე გემრიელად გამოიყურება, როგორც ფრენკის ღვეზელი. შეწყვიტე საკუთარ თავში ეჭვის შეტანა, შეწყვიტე გულისწყრომა საკუთარ თავზე. ირწმუნე საკუთარი თავის!" - ასეთი სიტყვებით გაამხნევა შეფმზარეულმა ატირებული ქრისტინა.
0
|
|