"სასწაულები ხდება და გირჩევნიათ დაიჯეროთ, მეგობრებო" -ნიკა რურუა 13 თებერვალი 2015, 08:13:51
AUTO PLAY
ყოფილი მინისტრი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე იმ კომპოზიციაზე მოგვითხრობს, რომელიც გაცნობიდან 30 წლის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინა. "„ამ კომპოზიციამ სამუდამოდ შემაყვარა ჯაზი 12 წლის ასაკიდან, როცა ის კლასელის კასეტიდან მოვისმინე და იმ წუსთვე აღვფრთოვანდი, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო შემსრულებელი, ან ავტორი ამ თემისა. ის BASF-ის ცისფერი კასეტაც, რა თქმა უნდა, უკვალოდ დაიკარგა. ამის მერე დაახლოებით 30 წელია უშედეგოდ ვცდილობ გამეგო, თუ ვინ უკრავდნენ აქ, რა ჯგუფი იყო, ან რა ალბომის იყო ეს ოხერ-ტიალი, რაც მახსოვდა და მოსვენებას არ მაძლევდა.ბოლოს ვთქვი, რომ აღარ მაინტერესებს ამის გაგება, რადგან ყველანაირი იმედი დავკარგე ავტორის ან მუსიკოსების ვინაობის დადგენისა - მომდევნო დღესვე (!) სასწაულებრივად გავიგე არა მარტო ვინ ასრულებს ამ კონკრეტულ გიჟურ თემას, არამედ ვიპოვე კიდეც (და შევიძინე) მთლიანი ალბომი როგორც LP ისე CD ფორმატში!!! სასწაულები ხდება და გირჩევნიათ დაიჯეროთ, მეგობრებო ეს“.
0
|
|