სიამის ტყუპებს ერთი მამაკაცი შეუყვარდათ 7 ივლისი 2014, 10:46:05
AUTO PLAY
ნდოელ სიამის ტყუპებს განგი და იამუნი მონდალს, რომლებიც მუცლით შეერთებულნი დაიბადნენ, ერთი მამაკაცი შეუყვარდათ. სკოლის მასწავლებელმა 36 წლის ჯასიმუდინ აჰმადმა 45 წლის დებს გრძნობაზე უპასუხა. უკვე შვიდი თვეა სამეული ქალაქ კოლკატასთან ახლოს სოფელში ცხოვრობს. სიამის ტყუპები, რომელთაგან თითოეულს საკუთარი გული, ორი ხელი და საერთო სამი ფეხი აქვთ, დასავლეთ ბენგალში დაიბადნენ. როდესაც წამოიზარდნენ, ისინი მშობლებმა მიატოვეს. ტყუპებმა განათლების მიღება ვერ შეძლეს და მომთაბარე ცირკში მუშაობდნენ, რომელიც მთელ ინდოეთში მოგზაურობდა. სწორედ ცირკში შეხვდნენ დები ჯასიმუდინს, რომელიც იქ დროებით ხმის ოპერატორად მოეწყო.
0
|
|