ემოციური ვიდეო: მამის საფლავზე მისულ ბიჭუნას "სამოთხიდან" გზავნილი დახვდა 20 ივნისი 2014, 11:51:57
AUTO PLAY
15 ივნისს, მამის დღეს, 8 წლის ჯინო ვალენტინი დედამ გარდაცვლილი მამის საფლავზე მიიყვანა. ბიჭუნას საფლავზე მოულოდნელი საჩუქარი დახვდა: წერილი საყვარელი მამიკოსგან. აი, რას სწერდა მამა ჯინოს წერილში: "ვიცი, რომ კარგად არ გახსოვარ, რადგან შენ მხოლოდ სამი წლის იყავი, როცა მე აქ გამოვემგზავრე. მიუხედავად იმისა, რომ შენ ვერ მხედავ, მე თვალყურს გადევნებ და ვიცი, როგორი ყოჩაღი ხარ სკოლაში. ხანდახან ბრაზდები ხოლმე; არა უშავს, გაბრაზდი, ოღონდ ძალიან გთხოვ, ცუდ სიტყვებს ნუ გამოიყენებ. ძალიან მინდა გნახო, მაგრამ როცა აქ, სამოთხეში ვხვდებით, უკან დაბრუნებას ვეღარ ვახერხებთ. მენატრები და მჯერა, იცი, თუ როგორ მიყვარხარ. ყოველთვის მესმის შენი და გხედავ. სიყვარულით, მამა". რა თქმა უნდა, ჯინოს გზავნილი სამოთხიდან არ მიუღია. წერილი მამის ნაცვლად, ბიჭუნასთვის დედამ დაწერა...
1
|
1099.00
k
1499.00
k
|