პუტინმა ჯორჯ ბუშის ძაღლი დაამცირა 6 აპრილი 2014, 23:17:41
AUTO PLAY
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში-უმცროსი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვებს იხსენებს, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინა. ბუშმა რუსი კოლეგასთან მომხდარი შელაპარაკების შესახებ თავის ბოლო ინტერვიუში ისაუბრა. აღმოჩნდა რომ საქმე ბუშის ძაღლს შეეხებოდა, რომელიც პუტინს "დაუმცირებია". "პუტინმა უპატივცემულოდ მოიხსენია ჩვენი საყვარელი ძაღლი ბარნი, რომელსაც ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მითხრა, "ამას ძაღლს ეძახითო? ერთი წლის შემდეგ რუსეთს საგანგებო ვიზიტით ვეწვიე. ვლადიმერმა გვითხრა, "გინდა ჩემი ძაღლი გაჩვენო?" გამოიყვანა უზარმაზარი, ჩვენს შოტლანდიურ ტერიერზე ბევრად დიდი და ღონიერი ძაღლი. შემომხედა და მითხრა: "ბარნიზე დიდიც არის, ძლიერიც და სწრაფიცო" - იხსენებს ბუში. "ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში პუტინს რამდენჯერმე შევხვდი და ძალიან კარგად გავიცანი. ვლადიმერი ის ადამიანია, რომელიც აშშ-ს მტრად განიხილავს. ეს ხმამაღლა არასოდეს უთქვამს, მაგრამ სამყაროს ასე აღიქვამს - თუ ამერიკა სარგებლობს, ესე იგი რუსეთი ზარალდება და პირიქით" - განაცხადა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|